ბეშთაშენის "ციკლოპური ნაქალაქარი"
Georgia /
Kvemo Kartli /
Tsalka /
World
/ Georgia
/ Kvemo Kartli
/ Tsalka
ციხე-სიმაგრე, არქეოლოგიური ადგილი, ნასოფლარი, უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები, ღირსშესანიშნაობა ტურისტებისათვის
სოფელ ბეშთაშენიდან ჩრდილო-დასავლეთით 0,5 კმ-ზე, მდ.ჩილი-ჩილისა( გერიაკ-ჩაი) და მდ. ბეიუკჩაის ხერთვისში, მაღალ კანიონებს შორის მოქცეულ კონცხზე განლაგებულია ნამოსახლარი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ბეშთაშენის „ციკლოპური ნაქალაქარის” სახელითაა ცნობილი.
ნამოსახლარს და სამაროვნებს 30 ჰა ფართობი უკავია. სამკუთხა ფორმის კონცხის ჩრდილოეთი ნაწილი მძლავრი „ციკლოპური” კედლითაა გადაკეტილი. კედლის წინ თავდაცვითი თხრილია მოწყობილი, რომლის სიღრმე 5 მეტრამდეა. თხრილი, ისევე როგორც სასიმაგრო კედელი მდ.ჩილ-ჩილის (გერიაკ-ჩაი) მარცხენა ნაპირიდან იწყება და მდ. ბეიუკჩაის მარჯვენა ნაპირამდე აღწევს.
ნამოსახლარის არქეოლოგიური შეწავლა 1936 წელს დაწყო ბ. კუფტინმა. 1991-1998 წლებში გათხებს აწარმოებდა თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვ. გ. ნარიმანიშვილი).
ნამოსახლარი მრავალფენიანია: უძველესია მეზოლითური ხანის ღია სადგომის ნაშთები, რომელიც „ნაქალაქარის” სამხრეთით, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. აქვე 1991-1993 წლებში გაითხარა ძვ.წ. III-II სს. ნამოსახლარის ორი ნაგებობა და ძვ.წ. IV-III და I საუკუნეების სამარხები. აქვე აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის შენობების ნაშთები.
„ციკლოპური ნაქალაქარის” ტერიტრიაზე გათხრილია ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ორი ჰორიზონტი, ამავე ეპოქის ნაშთები გამოვლენილია ნამოსახლარის ჩრდილოეთით, გვიანი ბრინჯაოს ხანის სამარხებს შორის. ნამოსახლარზე გათხრილია შუაბრინჯაოს ხანის დასასრულის ფენა, რომელსაც ფარავს გვიანბრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების ფენები. ციკლოპური ნაქალაქარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს აქემენიდური და მიდიური ეპოქის სამაროვნები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით _ გვიანბრინჯაოს ხანის სამაროვანი. აქემენიდურ და მიდიურ ქვაყუთებს ჩაჭრილი აქვთ ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ფენები. აქვე აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის ერთი სამარხი. ნამოსახლარის ზედა ფენები გვიანშუასაუკუნეებს განეკუთვნება. ეს ფენა უნდა ეკუთვნოდეს ვახუშტის რუკაზე აღნიშნულ სოფ. სამადლოს (იხ. სააღრიცხვო ბარათი # 61).
მდ. ბეიუკჩაის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს მეგალითური სადგომი, რომელიც შედგება ნაპრალ-გვირაბებისა და დოლმენისებური ნაგებობებისაგან. ადგილობრივი მოსახლეობა მას „დაშლეხს” უწოდებს, რაც ქართულად „ლოდოვანს” ნიშნავს.
"ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ბეშთაშენი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°38'43"N 44°6'54"E
- სამადლოს(ყოფ.შუა ხარაბას ) არქეოლოგიური ზონა 2 კმ
- დმანისი 34 კმ
- სამშვილდის ნაქალაქარი 35 კმ
- დმანისის ნაქალაქარი 39 კმ
- ნაქალაქარი სარკინე 49 კმ
- ნასოფლარი ქილდა 69 კმ
- ქვედა ბაქანი 186 კმ
- ზედა ბაქანი 186 კმ
- რუსი ოკუპანტების ბაზა 254 კმ
- შოანის მთა და კლდე 302 კმ
- მთა აი-ილია,1683 3.6 კმ
- ალიგულის ტბა 7.9 კმ
- სანთის (უწყლოს) მეგალითური ციხე 8.5 კმ
- უზუნგიოლის ტბა 8.8 კმ
- თრიალეთის ქედი 13 კმ
- წალკის მუნიციპალიტეტი 13 კმ
- ნასოფლარი ტლემნარი 14 კმ
- არჯევანი ,2758 მ 18 კმ
- მღებრიანის თემი 18 კმ
- გორის მუნიციპალიტეტი 39 კმ