დმანისი | ქალაქი, არქეოლოგიური ადგილი

Armenia / Lori / Metsavan /
 ქალაქი, არქეოლოგიური ადგილი
 Upload a photo

www.dmanisi.com.ge/
დმანისი — ქალაქი საქართველოში, დმანისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მას ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 3,4 ათასი (2002 წ.).

თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი — თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°19'50"N   44°12'22"E

Comments

  • დმანისის რაიონის მოკლე ინფორმაცია მდებარეობა - დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 100 კილომეტრის დაშორებით. ფართი-1190 კვ.კმ. მოსახლეობა-29868, რელიგიური აღმსარებლობა- მართლმადიდებლები- 36,7%, მაჰმადიანები- 62,7%, სხვა- 0,6%, დროის სარტყელი - მესამე სასაათო, სატელეფონო კოდი- 8 260 ძაბვა- 220 ვოლტი, მოსაზღ. სახელმწ. და რაიონები: სომხეთის რესპუბლიკა, თეთრიწყაროს, წალკის, ბოლნისის და ნინოწმინდის რაიონები. კლიმატი- ზომიერი, უმაღლესი მთა- თრიალეთი, სოფლების რაოდენობა- 57. მდინარეები- ხრამი, მაშავერა, ფინეზაური, ტბები- პანტიანის, იაყუბლოს, და გომარეთის ხუთი ტბა, წყალსაცავები, წიაღისეული- ბაზალტი, გრანიტი, ტუფი, საკირე ქვა, საკრამიტე თიხა, ტორფი, ოქრო, სპილენძი და სხვა.
  • armenia raze uceria ver vxvdebi tu saqartveloa
This article was last modified 14 წლის წინ