სოჭი | ქალაქი, კურორტი

Russia / Krasnodar / Sochi /
 ქალაქი, კურორტი, დაფარული (უკონტურო) ობიექტი

სოჭი ზღვისპირა საკურორტო ქალაქია რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, აფხაზეთის საზღვართან (1938 წლამდე საქართველოს შემადგენლობაში). დიდი სოჭის სიგანე 147 კმ-ია და ამგვარად მსოფლიოში სიგრძით მეორე ქალაქია. 2002 წლის ცენზის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 328.809 ადამიანს შეადგენდა.

VI-XV საუკუნეებში ეს არემარე აფხაზეთის მეფეთა მფლობელობაში იყო, რაზეც აქ მდებარე ქრისტიანული ეკლესიების რაოდენობა მიუთითებს. ლოოში დღემდე შემორჩენილია მე-11 საუკუნის ბიზანტიური ბაზილიკის ნანგრევები. მე-15 საუკუნიდან სანაპირო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევა. 1829 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ რუსეთმა შემოიერთა.

ქალაქი დაფუძნდა 1838 წელს როგორც ალექსანდრიის დასახლება. ქალაქის სტატუსი და ამჟამინდელი სახელი 1896 წელს მიენიჭა. პოპულარული საკურორტო ქალაქი საბჭოთა პერიოდში ხდება, როცა სტალინმა აქ საკუთარი აგარაკი აიგო.

ქალაქი სუბტროპიკული კლიმატის ზონაში მდებარეობს და აქ მრავალი სანატორიუმი და მინერალური აბანოებია გაშენებული. რეგიონში გაშენებული ჩაის პლანტაციები ევროპაში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ზაფხულობით ქალაქს და მის შემოგარენს მილიონობით დამსვენებელი აწყდება. კავკასიის ბიოსფეროს ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის სიაშია შეტანილი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.
Nearby cities:
კოორდინატები:   43°42'42"N   39°34'51"E
  •  183 კმ
  •  382 კმ
  •  407 კმ
  •  407 კმ
  •  460 კმ
  •  512 კმ
  •  561 კმ
  •  591 კმ
  •  656 კმ
  •  675 კმ
Array