დმანისის ნაქალაქარი

Georgia / Kvemo Kartli / Kazreti /
 არქეოლოგიური ადგილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, prehistoric (en), hominini fossil site (en)

დმანისის ნაქალაქარი-თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი — თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება.

gათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936 წელს და 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა. შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები, რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus 1983 წელს. ეს სახეობა დამახასიათებელი იყო Villafranchian (ქართულად?) ფაუნასთვის, რაც ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. მას შემდეგ ქართველი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებდნენ დმანისში, და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ-გერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით.

1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს.
ნაქალაქარი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ქალაქი და ქალაქის გარეუბანი. ქალაქი 13 ჰექტარზეა გაშლილი და მასში შედის: გალავანი, შიდა ციხე, დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი(დმანისის სიონი), წმ. მარინეს ეკლესია, დმანისის სიონის სამრეკლო კოშკი, „ზემო უბნის" ეკლესია,„ქვემო უბნის" ეკლესია,მინარეთიანი მეჩეთი და მედრესე,ბურჯიანი მეჩეთი, წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი.
12 ჰექტარზე გაშლილი გარეუბანი აერთიანებს სამაროვნებს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებით( წმ. თევდორეს ეკლესიას და 2 მცირე ეკლესიას) და ისლამური მემორიალური ძეგლებით . მდინარე ფინეზაურის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გაშენებული იყო აბანოები. ყველაზე უფრო დიდი ზემო აბანოა, რომელიც ახლანდელი ს.პატარა დმანისის საზღვარზე მდებარეობს. შუა აბანო, რომლის დიდი ნაწილი წყალს წაუღია, 150-მდე მეტრით უფრო ქვევითაა. ამ უკანასკნელის მარჯვნივ კი – დანარჩენებზე უკეთ შემონახული
5 ოთახიანი ქვემო აბანოა.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულებით დმანისის ნაქალაქარს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
იხ.საარქივო ფოტოებით "დმანისის ნაქალაქარი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ჯიმშერ ჩხვიმიანი "შუა საუკუნეების ქალაქ დმანისის მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და
კონფესიური სტრუქტურის საკითხები (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა):
eprints.iliauni.edu.ge/10266/1/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83...

dmanisis naqalaqari (muzeum-nakrZali) (qvis xana - XVIII s):
www.dzeglebi.ge/dzeglebi/d/dmanisi.html
Nearby cities:
კოორდინატები:   41°20'12"N   44°20'42"E

Comments

  • პირველი ევროპელების სამშობლო დმანისი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. აქ სისტემატურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, მეცნიერები, სტუდენტები, ტურისტები. მაინც რამ გამოიწვა დმანისით ასეთი დაინტერესება? დმანისის რაიონი და მთლიანად ქვემო ქართლი მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები. ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები, აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან- ევროპიდან. დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატება, რომ მის ცენტრალურ ნაწილში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში გამოვლინდა დიდი რაოდენობით უძველესი (დღეს გადაშენებული) ცხოველების (მარტორქა, სპილო, ჟირაფი, გიგანტური სირაქლემა, ხმალკბილა ვეფხვი და სხვა) და ადამიანის (5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები) ძვლები. მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Ergaster -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. უკვე ჩამოყალიბდა აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა http://www.dmanisi.com.ge/index.html
  • 2009 wlis 24 seqtebers dmanisis naqalaqarshi gaixsna muzeumi. "asjer gagons ertxel nanaxi jobiao" xalxuri
This article was last modified 3 წლის წინ