სანთის (უწყლოს) მეგალითური ციხე

Georgia / Kvemo Kartli / Tsalka /
 ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები, ციხე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

სოფ. სანთის (უწყლო) ჩრდილოეთით, თავზე არსებული მაღალი ქედის თხემზე მდებარეობს სანთის ციკლოპური კომპლექსი -ზედა ციხე. ამავე ქედის სამხრეთის ფერდზე არსებულ ბუნებრივ ტერასაზე აშენებულია მეორე ციკლოპური სასიმაგრო კომპლექსი - ქვედა ციხე. ციკლოპურ ნაციხარ-ნაქალაქევს ადგილობრივი მოსახლეობა "ქოროღლი"-ს უწოდებს.მთის წვერზე ნაქალაქევის გვერდით ნასოფლარი კვალი ჩანს, რომლის ბოლოში პატარა ნიშია. ამ ნიშის მახლობლად აღმართული იყო "ერატიპა", რომელიც ამ რამოდენიმე წლის წინათ გადააგორეს მთის უკანა მხარეს, ტბისკენ, სადაც ახლა გდია.
ლიტერატურაში არსებული ცნობების მიხედვით, ის შედგება გამაგრებული და გაუმაგრებელი დასახლებებისაგან, რომლებიც მთლიანობაში რამდენიმე ათეულ ჰექტარს მოიცავს. გამაგრებული დასახლება იმეორებს ქედის თხემის კონტურს და რამდენიმე უბნისაგან შედგება. ქედის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია მასიური ქვებით ნაშენი კედელი. მისი სიგრძე 100 მ-მდე, სისქე 3.5-4.0 მ-ია, ხოლო სიმაღლე 2 მ-მდეა შემორჩენილი.არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა ძვ.წ. XIII-XII სს. ერთი სახლი, რომლის საფუძველზეც მოხდა სასიმაგრო კომპლექსის პირველადი დათარიღება.
შესწავლის შედეგად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზედა ციხის დასახლება, გარკვეულ პერიოდში, მთლიანად უნდა ყოფილიყო შემოზღუდული თავდაცვითი კედლით.
სანთის ქვედა ციხე მდებარეობს ზედა ციხის სამხრეთით, ქედის შუა წელზე არსებულ ერთგვარ ბუნებრივ ტერასაზე, რომლის სამხრეთი ნაწილი კლდოვან შემაღლებას წარმოადგენს. კომპლექსი შედგება ძირითადი სიმაგრისა და მის აღმოსავლეთით და დასავლეთით, ტერასის თხემზე, გამავალი კედლებისგან, რომლებიც შემოზღუდავენ აქ არსებულ დასახლებას და ებჯინებიან ქედს. სიმაგრე აგებულია კლდოვან შემაღლებაზე, რომელიც სამხრეთიდან ბუნებრივადაა დაცული ციცაბო ფერდით. ჩრდილოეთის მხრიდან ის შედგება დასავლეთის და ცენტრალური კოშკებისგან. ვ. წილოსანის ნახაზის მიხედვით, ცენტრალურ კოშკსა და კონტრფორსს შორის სიმაგრეში შესასვლელი იყო, ხოლო კოშკებს შორის კედელზე ადიოდა კიბე.
ნაციხარი რამდენიმე ზღუდიდან შესდგება. თვითეული რამდენიმე მეტრის სისქედ. ქვედა ნაციხარი მთის დავაკებულ ფერდობზე მდებარეობს ისე, რომ ყველა მხრიდან კლდეები არტყია, გარდა უკანა მხრისა, საიდანაც შეიძლება მასზე ასვლა. ხოლო ფართობი, რომელიც ნაციხარს უკავია, ერთიდაიმავე დონისა როდია: დასავლეთისკენ იგი უფრო მაღალია, ხოლო აღმოსავლეთისკენ დაქანებული. ნაციხარი ოთხკუთხედის გეგმისაა 3 ცილინდრული კოშკითურთ ჩრდილოეთის (უკანა) მხრიდან, რომლებიც ერთსა და იმავე ზომისა არ არიან . ზღუდეთაგან მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებლად დაცულია ჩრდილოეთისა და დასავლეთისა , ხოლო აღმოსავლეთისა და სამხრეთისა მთლად განადგურებულია. ოთხკუთხედის ზომა შიგნით შემდეგია: სიგრძე 30 მეტრი, სიგანე 14 მეტრი; კედლის სისქე 2,5-3 მეტრი. ცილინდრული კოშკების დიამეტრი 9 მეტრი, შიგნითი 2,7 მეტრი.
„ქოროღლი“-ს შესახებ გადმოგვცემენ შაბლონურ თქმულებას, ვითომც იგი „ყაჩაღ-ქოროღლი"-ს აშენებული იყოს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, შეცდომაა, რამდენადაც მე-XVI - XVIII სს. ფანტასტიური ქოროღლი უხსოვარი დროის მეგალითური ციხის აღმშენებელი ვერ იქნებოდა. ესევე ითქმის ყველა დანარჩენ „ქოროღლი"-ს ციხეებზე, რომლებიც მეგალითური სისტემისა არიან.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულებით ციკლოპურ ციხეს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ციკლოპური ციხე:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
უწყლო:visualanthropology.iliauni.edu.ge/index.php/%E1%83%A3%E...

სანთას მეგალითური ციხე და ეკლესია: saunje.ge/index.php?id=990&lang=en
ვიდეო დან ხმალაძისა (Дан Хмаладзе - Терра Мосхика) (youtube):

www.youtube.com/watch?v=W0ruxvKdPtI&list=UULFZCY6v5N70w...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°39'19"N   44°0'49"E
  •  53 კმ
  •  477 კმ
  •  587 კმ
  •  671 კმ
  •  733 კმ
  •  805 კმ
  •  877 კმ
  •  879 კმ
  •  999 კმ
  •  1057 კმ
This article was last modified 1 წლის წინ