გონიოს (აფსაროსის) ციხე (ბათუმი)

Georgia / Ajaria / Khelvachauri / ბათუმი / გონიო
 სამლოცველო, ისტორიული ადგილები, საფორტიფიკაციო ნაგებობა(სანგრები), არქიტექტურული მემკვიდრეობა, უძველესი (ისტორიული) შენობის ან ნაგებობის ნანგრევები

გონიოს ციხე, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან.

უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით.

გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი (იპოდრომი და სხვა ნაგებობანი) ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.

1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როცა სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.).
გადმოცემის მიხედვით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა.
იხ.სტატია :"სად მდებარეობს საქართველოში მაცხოვრის მოწაფის – მატათა მოციქულის საფლავი და რა სასწაულები აღესრულება იქ":tbiliselebi.ge/index.php?newsid=3212
.. უძველესი უცხოური და ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, საქართველოში ორი მოციქულია დაკრძალული - სიმონ კანანელი და მატათა. VIII საკუნეში მოღვაწე ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მიხედვით, მოციქული სიმონ კანანელი დაკრძალულია ნიკოფსიაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეპიფანე კონსტანტინოპოლელმა თვითონ ფეხით მოიარა ის ადგილები, სადაც გადმოცემით ანდრია მოციქულს უმოგზაურია და ჩვენს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მასალები შეუგროვებია. იგი აღნიშნავს, რომ „ქალაქ ბოსფორში გვიჩვენეს წმინდა მოციქულთა ტაძრის საძირკველზე დამარხული ლუსკუმა წარწერით: „სიმონ კანანელი“. მასში წმინდა სხეულის დიდი ნაწილებია დაცული, რომელთაგან ზოგი რამ ჩვენც მოგვცეს, ხოლო მეორე საფლავი არის ჯიქეთის ქალაქ ნიკოფსში. მასზე წერია: „სიმონ კანანელი“ და ისიც შეიცავს წმინდა ნაწილებს“...

... IV საუკუნის წმინდა მამის, ეპიფანე კვიპრელის თანახმად, საქართველოში დასაფლავებულია მეორე მოციქული, მატათა. მისი ცნობით: „მატათამ იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე და ჰჳსის ნავსადგური... იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე“. ეპიფანე კვიპრელის ამ ცნობაზე დაყრდნობით ქართველი მკვლევარების მიერ მიჩნეულია, რომ მატათა მოციქული დაკრძალულია ბათუმის მახლობლად მდებარე გონიოს ციხის ტერიტორიაზე, რომელიც უცხოურ წყაროებში აფსარის სახელწოდებითაა ცნობილი.
ამიტომ წმ. მოციქული მატათა გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად
მატათა მოციქულის ბერძნული ცხოვრება კი მის განსასვენებელ ადგილად საქართველოს არ მიიჩნევს. ამ ცხოვრების მიხედვით, იგი იერუსალიმის მახლობლად, „ვეფლასკალად“ წოდებულ ადგილას წამებით მოკლეს და იქვე დაკრძალეს. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, IV საუკუნეში მატათას ნეშტი წმინდა ელენე დედოფალმა, ჯერ რომში წაასვენა, შემდეგ კი აღნიშნული სიწმინდე უბოძა ტრირის ეპისკოპოს აგრიციუსს.
იხ."მატათა მოციქული - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი":presa.ge/?m=&AID=18450
Nearby cities:
კოორდინატები:   41°34'23"N   41°34'25"E
  •  253 კმ
  •  337 კმ
  •  468 კმ
  •  469 კმ
  •  668 კმ
  •  792 კმ
  •  821 კმ
  •  839 კმ
  •  880 კმ
  •  945 კმ
This article was last modified 5 წლის წინ