ნიგაზეულის ციხე (ნიგაზეული)

Georgia / Ajaria / Shuakhevi / ნიგაზეული / ხულოს მუნიციპალიტეტი
 ციხე  Add category
 Upload a photo

ციხე სავარაუდოდ XVIII -XIX საუკუნეებშია აგებული. იგი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში მდებარეობს , ქუფთაღელის სერზე, რომელსაც სხვანაირად ნაბეგვარსაც ეძახიან. გალავანი სწორკუთხედს მიაგავს, რომელშიც დატანებულია ექვსი ხარო. გალავანს შესასვლელი უნდა ჰქონოდა როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან. რა ადგილზე იყო ჩრდილოეთის კარი არ ჩანს, რადგან ეს მხარე მთლიანადაა მონგრეული. შესასვლელი არც სამხრეთ ნაწილში ჩანს, გალავანი ამ ადგილასაც საკმაოდ დანგრეულია. ციხე-გალავანი ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობა ლამაზი და ჰორიზონტალურია.
ციხე-გალავნის შუა ეზოში შემაღლებულ ადგილას სელიმ ხემშიაშვილის ორსართულიანი სახლი მდგარა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ოსმალებს დაუწვავთ და შემდგომ ჯამე აუშენებიათ.
www.facebook.com/AjaraHeritage/photos/?tab=album&album_...
batumelebi.netgazeti.ge/weekly1/12576/#sthash.66XQPdl3....
Nearby cities:
კოორდინატები:   41°38'57"N   42°14'51"E
This article was last modified 8 წლის წინ