კლდეკარის ციხე ( 2022 მ.)
Georgia /
Kvemo Kartli /
Manglisi /
თრიალეთის ქედი
World
/ Georgia
/ Kvemo Kartli
/ Manglisi
მსოფლიო / საქართველო / შიდა ქართლის მხარე
ციხე-სიმაგრე, ნანგრევები ( რუინები ), საფორტიფიკაციო ნაგებობა(სანგრები)
ქართული ციხე-დარბაზისა და ციხეების მდებარეობას განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. ამ მხრივ გამოირჩევა კლდეკარი.
კლდეკარი, მწვერვალი და ხელოვნური კარის მსგავსი გასასვლელია თრიალეთის ქედის თხემზე მდებარე კლდეში, მდინარეების თეძამისა და ალგეთის წყალგამყოფზე, მანგლისიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კმ-ზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე. კლდეკარის მიდამოები შემოსილია ალპური და შერეული ტყით.
ქვემო ქართლიდან შიდა ქართლის ცენტრში მიმავალი მგზავრი გვერდს ვერ აუვლიდა ამ კლდეკარს, რომლის მახლობლად ქედის თხემზე ოდესღაც ამაყად იყო წამომართული ბაღუაშთა ძლიერი გვარის ციხე-დარბაზი. აქედან ხელისგულივით მოჩანდა სამხრეთითა და აღმოსავლეთით - წალკისა და მანგლისის მიდამოები, ჩრდილოეთით კი - ტანისა და თეძამის ხეობები.
მემატიანეს ცნობით, კლდეკარის ციხე აუგია ლიპარიტ ერისთავს IX ს.-ის 70-იანი წლების ბოლოს. ამ ციხის აგება, მთელი მისი არსებობა და დაქცევაც უშუალოდ ბაღუაშთა გვარის აღზევებასთან, ცენტრალური ხელისუფლებისა თუ მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ მათ ბრძოლასთანაა დაკავშირებული. 2 საუკუნის მანძილზე კლდეკარი კლდეკარის საერისთავოს ცენტრი იყო.
კლდეკარის ციხე-დარბაზიდან უმნიშვნელო ფრაგმენტებიღაა გადარჩენილი. სამწუხაროდ, არც ნაგებობათა მასშტაბი ირკვევა. ციხის ერთ-ერთი მონაკვეთის ბოლოში კოშკების ნანგრევებია. მიწის ზემოთ სასახლეთა ნაშთებიც კი აღარ ჩანს.
პატარა ფოტოებით:"ძეგლები": tetritskaro.blogspot.com/2013/06/

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/კლდეკარის_ციხესიმაგრე
Nearby cities:
კოორდინატები: 41°44'35"N 44°12'37"E
- ყორღანები კლდეკარის გზაზე 1.8 კმ
- იკვის წმინდა გიორგის ეკლესია 9 კმ
- საბეჭდავის ციკლოპური ციხე-სიმაგრე და ნამოსახლარი 11 კმ
- ნასოფლარი 12 კმ
- ბეშთაშენის "ციკლოპური ნაქალაქარი" 13 კმ
- სანთის (უწყლოს) მეგალითური ციხე 19 კმ
- ძველი კომბინატი 29 კმ
- ნასოფლარ საპიტიახშოს ყორღანები 37 კმ
- ნასოფლარ საპიტიახშოს (საბიდახჩა) თავდაცვითი კედლის ნანგრევები 37 კმ
- გალანტერია 56 კმ
- შეხვეტილის თემი 6.5 კმ
- მეფისქალაქის თემი 10 კმ
- ახალსოფლის თემი 15 კმ
- ბედენის ქედი 16 კმ
- მღებრიანის თემი 16 კმ
- თრიალეთის ქედი 18 კმ
- კასპის მუნიციპალიტეტი 21 კმ
- წალკის მუნიციპალიტეტი 25 კმ
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 29 კმ
- გორის მუნიციპალიტეტი 30 კმ