თრიალეთის ქედი
Georgia /
Kvemo Kartli /
Tsalka /
World
/ Georgia
/ Kvemo Kartli
/ Tsalka
მსოფლიო / საქართველო / ქვემო ქართლის მხარე
მთის ქედი, დაფარული (უკონტურო) ობიექტი
თრიალეთის ქედი — ქედი მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, ახალციხის ქვაბულსა (დასავლეთით) და თბილისს (აღმოსავლეთით) შორის. იწყება საბადურის და მთავრდება თბილისთან თელეთის ქედით. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე დაახლ. 150 კმ, მაქსიმალური სიგანე 30 კმ ძირითადად აგებულია პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები. თრიალეთის ქედის მთავარი განტოტებებია დასავლეთ ნაწილში — გვირგვინი, საბადური, ჭაობარეთი, აღმოსავლეთ ნაწილში — საწკეპელა, თელეთი. ქედის უმაღლესი ადგილია მწვერვალი შავიკლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების სიმაღლე — (არჯევანი, საყველოსმთა, კოდიანი, ოშორა, ორთათავი, ქვაჯვარი, კენჭიყარა და სხვა) 2300—2800 მ აღწევს.
თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო, რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკანური წარმონაქმნები, ქვაბულები, მერწყრები, გამოქვაბებულები და სხვა. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200—1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი — ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200—1300-დან 2000—2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარმუქწიწვიანი ტყეებია.
ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეუულობით.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/თრიალეთის_ქედი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°43'8"N 43°59'36"E
- ჯავახეთის ქედი 25 კმ
- ლიხის ქედი 92 კმ
- რაჭის ქედი 136 კმ
- ლეჩხუმის ქედი 162 კმ
- შავშეთის ქედი 190 კმ
- სვანეთის ქედი 191 კმ
- მესხეთის ქედი 192 კმ
- ეგრისის ქედი 200 კმ
- ჭანეთის (ლაზეთის) ქედი 217 კმ
- გაგრის ქედი 371 კმ
- არჯევანი ,2758 მ 4.7 კმ
- უზუნგიოლის ტბა 6.8 კმ
- სანთის (უწყლოს) მეგალითური ციხე 7.3 კმ
- მღებრიანის თემი 9 კმ
- ნასოფლარი ტლემნარი 11 კმ
- მთა აი-ილია,1683 11 კმ
- წალკის მუნიციპალიტეტი 11 კმ
- სამადლოს(ყოფ.შუა ხარაბას ) არქეოლოგიური ზონა 12 კმ
- ბეშთაშენის "ციკლოპური ნაქალაქარი" 13 კმ
- გორის მუნიციპალიტეტი 30 კმ