გაგრის ქედი
Georgia /
Abkhasia /
Gagra /
World
/ Georgia
/ Abkhasia
/ Gagra
მსოფლიო / საქართველო / აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მთის ქედი, დაფარული (უკონტურო) ობიექტი, აღნიშნეთ მხოლოდ ობიექტის კონტური, mountain range (en)
გაგრის ქედი — ქედი აფხაზეთის კავკასიონში. მთავარ წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა მდინარეების მზიმთისა და ლაშიფსის სათავეებთან. სიგრძე 54 კმ, უმაღლესი ადგილია მწვერვალი აგეფსთა (3257 მ) (მთა აგეფსთა). ქედის შტოს ქალაქ გაგრის მიდამოებში მჭიდროდ უახლოვდება შავ ზღვას. ქედის სამხრეთ მონაკვეთი აგებულია ზედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით, რომლებსაც კვეთენ მდინარეები ჟვავა-კვარა, იუფშარა და სხვები და ქმნიან კანიონისებრ ხეობებს. შუა ნაწილი - ლუზიტან-ტიტონური რიფული, ბრექჩიული და შრეებრივი კირქვებით, ჩრდილოეთი ნაწილი - ბაიოსური პორფირიტებითა და ტუფებით. გაგრის ქედზე მეოთხეული გამყინვარების ნიშნებია. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე არის თანამედროვე მყინვარებიც. თითქმის ყველგან გვხვდება რელიეფის კარსტული ფორმები, რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია გაგრის ქედის დასავლეთი ნაწილი - არაბიკის მასივი, სადაც არის ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა უფსკრულები (ვახუშტი ბაგრატიონის, კრუბერის და სხვა). გაგრის ქედის თხემური ზონა ქარაფოვანია და ძლიერ დანაწევრებული. გაგრის ქედი დაფარულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით, ზემოთ ალპური და სუბალპური მდელოებია. ბზიფის, იუფშარას და გეგას ხეობებით საავტომობილო გზა მიემართება რიწის ტბისაკენ.
სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/გაგრის_ქედი
Nearby cities:
კოორდინატები: 43°25'7"N 40°26'47"E
- ბზიფის ქედი 5.8 კმ
- მესხეთის ქედი 192 კმ
- რაჭის ქედი 214 კმ
- ლიხის ქედი 270 კმ
- თრიალეთის ქედი 290 კმ
- დვალეთის ქედი 290 კმ
- აბულ-სამსარის ქედი 322 კმ
- ხარულის ქედი 330 კმ
- ალევის ქედი 341 კმ
- ჯავახეთის ქედი 353 კმ
- უპშარის ხეობა "ქვის ტომარა" 5.9 კმ
- ამჟულარა 8.6 კმ
- არაბიკის მასივი 9 კმ
- რიწის სახელმწიფო ნაკრძალი 13 კმ
- ხიმსული 15 კმ
- გაგრა 17 კმ
- გუდაუთა 19 კმ
- ფსხუს თემი 30 კმ
- ბზიფის ქედი 35 კმ
- ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 70 კმ