მესხეთის ქედი
Georgia /
Samtskhe-Javakheti /
Adigeni /
World
/ Georgia
/ Samtskhe-Javakheti
/ Adigeni
მთის ქედი, დაფარული (უკონტურო) ობიექტი
მესხეთის ქედი, აჭარა-იმერეთის ქედი, ახალციხის ქედი (ძვ. ღადო, ლომსია ანუ ფერსათი), მცირე კავკასიონის შემადგენელი ქედი უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. წყალგამყოფია, ერთი მხრივ, მდინარეების კინტრიშის, ნატანების, სუფსისა და რიონის მარცხენა შენაკადებისა, მეორე მხრივ, აჭარისწყლის, ქვაბლიანისა და მტკვრის მარცხენა შენაკადთა აუზებისა. ოდიშ-გურიის დაბლობსგამოყოფს აჭარისა და ახალციხის მთიანი ქვაბულებისაგან. გადაჭიმულია შავი ზღვის აჭარის სანაპიროდან ბორჯომის ხეობამდე. სიგრძე 140 კმ, უდიდესი განი 45 კმ, უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო (2850 მ). 2500 მ-ზე მაღალია აგრეთვე მწვერვალები ხინო, თაგინაური, საყორნია, ზოტიმერია, დიდმაღალი, სანისლია, ნაგება. მესხეთის ქედზე არის ზეკარის უღელტეხილი (2180 მ), რომელზეც გადადის საავტომობილო გზა.
ქედი აგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით. ქედის დასავლეთ ნაწილს ჩრდილოეთიდან ეკვრის უფრო ახალგაზრდა ქანებით აგებული გურიის სერი, ხოლო შუა ნაწილს სამხრეთიდან - ნეოგენური ლავებით აგებული ფერსათის პლატო. თხემურ ზონაში შემორჩენილია პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია მდინარეების ხანისწყლის, სულორია, სუფსის, ნატანების, კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და სხვა მიდნარეების ღრმა ხეობებით. ქედის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობით (მთა მტირალაზე 4500 მმ). ხეობები მდიდარია მესმეული პერიოდის რელიქტური სუბტროპიკული მცენარეულობით. მესხეთის ქედი 2000-2200 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით, 1000-1200 მ-მდე შერეული ფოთლიანი ტყეებია (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), ხოლო უფრო ზევით — წიწვიანები (ნაძვი, სოჭი, ზოგან ფიჭვი). თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები და დეკიანები. ძნელად მისადგომ ადგილებში დიდი რაოდენობით ბინადრობს დათვი, შველი, ირემი, არჩვი.
მესხეთის ქედზე არის ბალნეოლოგიური (საირმე, ნაბეღლავი, ზეკარი და სხვა) და კლიმატური (აბასთუმანი, ბახმარო, შუაგორა, გომისმთა და სხვა) კურორტები.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/მესხეთის_ქედი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°46'35"N 42°36'3"E
- თრიალეთის ქედი 50 კმ
- შავშეთის ქედი 78 კმ
- რაჭის ქედი 90 კმ
- ჭანეთის (ლაზეთის) ქედი 104 კმ
- ლიხის ქედი 106 კმ
- ჯავახეთის ქედი 111 კმ
- ლეჩხუმის ქედი 126 კმ
- ეგრისის ქედი 128 კმ
- სვანეთის ქედი 133 კმ
- გაგრის ქედი 278 კმ
- მდ.ქვაბლიანი 7.4 კმ
- ფერსათის ზეგანი 10 კმ
- ადიგენის მუნიციპალიტეტი 13 კმ
- მდ.ბარამიძისწყალი 14 კმ
- ხულოს მუნიციპალიტეტი 19 კმ
- მდ.გუბაზეული 21 კმ
- ვანის მუნიციპალიტეტი 23 კმ
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 24 კმ
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი 34 კმ
- მდ.სუფსა 34 კმ