ადიგენის მუნიციპალიტეტი

Georgia / Samtskhe-Javakheti / Adigeni /
 გარეუბანი, მუნიციპალური დაწესებულება, second-level administrative division (en), აღნიშნეთ მხოლოდ ობიექტის კონტური

ადიგენის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში, 1917–30 წლებში — ახალციხის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია.

ადიგენის მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩრდილოეთით - ჩოხატაურის, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ბუნება - ადიგენის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის, ხოლო დასავლეთი — არსიანის ქედის ფერდობებს. ტერიტორია — 799 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია მოქცეული ახალციხის მურანახშირის საბადოს ერთი ნაწილი, რომელიც არ მუშავდება.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი მთაგორიანი ნაწილი აგებულია ვულკანუგენური ტუფების წყებით. სამხრეთი (გოდერძის უღელტეხილი) ანდეზიტ-ბაზალტებით და ტუფებით, დასავლეთი ნაწილი ფერადი თიხებით, ქვიშა-ქვებითა და ანდეზიტ-ბაზალტებით. მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ ფართო ზოლად ვრცელდება ტრაქიტები, თიხები და ქვიშა-ქვები, ხოლო მდინარის ქვემოდინებაში ახალგაზრდა ალუვიური ნალექები.

მუნიციპალიტეტში ზამთარი ცივია, ზაფხული - თბილი და ხანმოკლე. დაბალ ზონაში საშ. ტემპერატურა 80 C -დან 6.40C-მდე (ადიგენი 80 C, აბასთუმანი 6.40C) იანვრის საშუალო ტემარატურაა -40 C-4,50 C ფარგლებშია. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა შეიძლება -310 C-320 C-მდე დაეცეს. აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა 360 - 370 C ნალექების რაოდენობა წელიწადში 594-688 მმ-ია, ნალექების მაქსიმუმია ივნისში 83-99 მმ. დეკემბერში მინიმუმი – 41მმ. თოვლის საბურველი დეკემბრის დასაწყისიდან მარტის მეორე ნახევრამდეა. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, რომელთა საშუალო სიჩქარე 3-4მ/წ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ქსეროფიტული მცენარეულობა, რომელსაც გორაკ-ბორცოვან ზონაში მუხნარი ცვლის. მთის ფერდობები მეტწილად დაფარულია ტყით, ქვედა სარტყელში განვითარებულია შერეული ტყე, სადაც მუხა და რცხილა სჭარბობს, უფრო ზევით გავრცელებულია წიწვნარი ჯიშის ფიჭვი, სოჭი და ნაძვი. 2000 მ ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. ტყეებს დიდი საკურორტო და ნაიადგდაცვითი მნიშვნელობა აქვს.

მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო. ტყის ზონაში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, მაჩვი, გარეული კატა, კვერნა, ციყვი, ტყის თაგვი. ბევრია ფრინველი – მწყერი, გვრიტი, კოდალა, შოშია, კაჭკაჭი, ბულბული და სხვა. მდინარეში არის კალმახი, ქაშაყი, მურწა და სხვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კვეთს მდინარე ქვაბლიანი, რომლის შენაკადებია ოცხე, ღაღვი, ძინძე. მუნიციპალიტეტში რამდენიმე პატარა ტბაა (შავი ტბა, კოტატბა, თლილი, წყისი და სხვა.). მოსახლეობა მოსახლეობის რიცხოვნობა — 20 400 კაცი; სიმჭიდროვე — 26 კაცი კვ.კმ-ზე. ქალაქის მოსახლეობა 2348 კაცია, სოფლის მოსახლეობა 19284 კაცი. მათ შორის: 97 % - ქართველია, 1,7 % - სომეხი, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები, აფხაზები, ოსები.

1944 წელს მუსლიმი მესხების (28000 კაცი) გასახლების შემდეგ, საქართველოს სხვადსახვა კუთხეებიდან ადგიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლდნენ იმერლები (36%), რაჭველები (7%), აჭარლები (20%). ადგილობრივი მესხები შეადგენენ მოსახლეობის 32 %-ს. ადგილობრივი თვითმმართველობა

მუნიციპალიტეტი მოიცავს ორ ურბანულ დასახლებას: დაბა ადიგენს, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს და კურორტ აბასთუმანს. მუნიციპალიტეტში არის 55 სოფელი. ყველა დასახლება გაერთიანებულია 15 ტერიტორიულ ერთეულში, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულები.

ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია: ადიგენი, აბასთუმანი; არალი, ბენარი, ბოლაჯური, გორგული, ვარხანი, ზანავი, ლელოვანი, მლაში, მოხი, უდე, ფხერო, ჩორჩანი, ჭეჭლი.
ეკონომიკა

ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მეკარტოფილეობა, სახორცე-სარძევე მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და ძირითადად ადგილობრივი დანიშნულების საწარმოებითაა წარმოდგენილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ახალციხე-ბათუმისა და ახალციხე-ქუთაისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტში რამდენიმე სასტუმროა, რომლებიც აბასთუმანშია თავმოყრილი. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურეობას ეწევა 2 საავადმყოფო, 2 პოლიკლინიკა, 7 სოფლის ამბულატორია და 2 სამშობიარო სახლი.

სოფელ ფლატეში მოიპოვება მინერალური წყლები.
კულტურა

მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლაა და 6 საბავშვო ბაღია. არის ასევე სამუსიკო და სასპორტო მუნიციპალური სკოლები. ყანობილის მთაზე მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. მუნიციპალიტეტში არის კულტურის ცენტრი. ცენტრთან ჩამოყალიბებულია ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჭულე”, ანსამბლი ,,ზარზმა”, აგრეთვე ვოკალური ჯგუფი ,,ანცები”. მუნიციპალიტეტში არის ბიბლიოთეკა, რომლის წიგანადი ფონდია 88551 ც.

მუნიციპალიტეტის მაშტაბით ყოველწლიურად ტარდება პოპულარული სახალხო დღესასწაულები ,,ზარზმობა”, ,,შუამთობა”, ,,მაღალ მთობა” და ძველი თეატრალური სანახაობა ,,ბერობანა”.
ღირსშესანიშნაობანი [რედაქტირება]

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 88 ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები, ციხე-კოშკები, ასევე რამდენიმე ხიდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: ზარზმის მონასტერი, იჯარეთის მონატერი, ჭულე, ოქროსციხე, ზანავის ციხე, ოძრხე. ბუნების ძეგლიებია გოდერძის გაქვავებული ტყე და ბენარის ფაუნა .
Nearby cities:
კოორდინატები:   41°42'35"N   42°43'30"E
This article was last modified 12 წლის წინ