გუდაუთა

Georgia / Abkhasia / Gudauta /
 დაფარული (უკონტურო) ობიექტი, first-level administrative division (en)

გუდაუთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. 1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის მუნიციპალიტეტი შედოიდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აფხაზეთის სსრ-ში გუდაუთის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო დღევანდელ საზღვრებში. გუდაუთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, აღმოსავლეთით სოხუმის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით გაგრის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — შავი ზღვა. ფართობი 1640 კმ2. ცენტრი — ქ. გუდაუთა.
Nearby cities:
კოორდინატები:   43°18'56"N   40°38'6"E
This article was last modified 10 წლის წინ