თხინვალის სასახლე და ეკლესიები გაბაშვილთა ნასახლარზე (თხინვალა)

Georgia / Tiflis / Tskneti / თხინვალა
 სასახლე, მართლმადიდებლური ეკლესია

თხინვალის სასახლე და ეკლესიები მდებარეობს სოფლის დასავლეთით ორ კილიმეტრზე, გაბაშვილთა ნასახლარზე. თარიღდება XVII-XVIII სს.-ით. კომპლექსში შედის სასახლე, წმ. გიორგის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და ღვთიმშობლის ეკლესია.
ორსართულიანი სასახლიდან შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის ფრაგმენტები. სასახლე გეგმით სწორკუთხაა (11,5ხ15,4 მ.) შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. დასავლეთის კედელში უფრო მომცრო ნიშებია. პირველი სართულის შეისრული კამარა პილასტრებზე დაბჯენილ ორ შეისრულ თაღზე ყოფილი დამყარებული. აღმ-ის კედელი გამაგრებულია მძლავრი კონტრფორსებით.
წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია (17,8X11,4მ), ჰქონდა ორი შესასვლელი, დასავლეთითა და სამხრეთით. მოგვიანებით დასავლეთის კარი სწორკუთხა სარკმლად გადაუკეთებიათ. აღმოსავლეთით ღრმა აფსიდიანი საკურთხეველია, რომლის ჩრდილოეთით სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთით სადიაკვნე. ამ სათავსებს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდები აქვს. სამკვეთლო საკურთხეველს კარით უკავშირდება. სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე საიდუმლო ოთახებია, რომლებშიც მოხვედრა სამკვეთლოს აღმოსავლეთ კუთხესთან, კედელში დატანებული კიბით შეიძლება. ამ ოთახების გეგმა სამკვეთლოსა და სადიაკვნის გეგმის ანალოგიურია. საკურთხეველს, სამკვეთლოს, სადიაკვნესა და საიდუმლო ოთახებს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ქვის მაღალი კანკელით, რომლის ქვედა ნაწილში, საკურთხეველში, სამკვეთლოსა და სადიკვნეში შეისრული ღიობებია. კანკელის ზედა ნაწილი ხაზოვანი ლილვებით დაყოფილია ხატების ჩასასმელ 161 სწორკუთხედად. საკურთხევლის მხარეს კანკელზე წმინდა მკვეთრი ხაზებით საგვარეულო გერბია ამოკვეთილი. დარბაზის შეისრული კამარა მასიურ შვერილებზე დამყარებულ ორ თაღს ეყრდნობა. თაღების საყრდენი შვერილები სამხრეთისა დ აჩრდილოეთის კედლებზე ქმნიან ღრმა შეისრულ ნიშებს. ჩრდილოეთის კედლის ნიშებში საჭრელებია გაჭრილი, ხოლო სამხრეთისაში ერთი სარკმელი და კარი. დასავლეთის კედელზე შეისრული ნიშებია ორ რიგად. ამ კედლის ზემო ნაწილის ცენტრში, განიერ შეისრულ ნიშში განიერი სარკმელია გაჭრილი. ეკლესია შიგნიდან შელესიალია. კედლები შემკული თარაზული ხაზებითა და ორნამენტული მოტივებით. ეკლესიის სამხრეთის ფასადზე, კედელში ჩასმულ ქვაზე მზის საათია ამოკვეთილი, ხოლო აღმ-ის ფასადის ზემო ნაწილში-გოლგოთის ჯვარი. ეკლესიას შემოვლებული აქვს ქვის ლავგარდანი. (17,8ხ11,4მ). ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით კარიბჭეები ქონია მიშენებული. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კარიბჭე (4,6X5,5მ), რომელიც სამი მხრივ გახსნილია შეისრული თაღებით. გარედან თაღები ჩასმულია სწორკუთხა ჩარჩოში და მორთულია აგურის შვეული და თარაზული წყობით.
წმ. გიორგის ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (5,5X3,8მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა.
კომპლექსს 2006 წელს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.
იხ.სურათით "თხინვალის სასახლე და ეკლესიები " : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სურათით "წმ. გიორგის ეკლესია " : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
უსურათოდ " ღვთისმშობლის ეკლესია" : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
შავ-თეთრი სურათით "დარბაზი" : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
უსურათოდ "ციხე დარბაზი " : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°44'44"N   44°40'16"E
  •  12 კმ
  •  517 კმ
  •  621 კმ
  •  725 კმ
  •  752 კმ
  •  796 კმ
  •  892 კმ
  •  902 კმ
  •  1029 კმ
  •  1086 კმ
This article was last modified 4 წლის წინ