მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (თბილისი) | საინტერესო ადგილები, არქიტექტურული მემკვიდრეობა, 1860s construction (en), ისტორიული ნაგებობა

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი / რუსთაველის გამზირი
 სასახლე, საინტერესო ადგილები, არქიტექტურული მემკვიდრეობა, 1860s construction (en), ისტორიული ნაგებობა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თავდაპირველად კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენცია იყო და XIX საუკუნეში გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე მდებარე ნაგებობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა.
თავდაპირველი ნაგებობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და სწორედ სახეცვლილმა მოაღწია ჩვენამდე. მისი მთლიანი რეკონსტრუქცია ოტო სიმონსონის სახელს უკავშირდება. მან 1845-1847 სემიონოვის მიერ აგებული შენობა 1865-1869 წლებს შორის მნიშვნელოვნად გააფართოვა.
სემიონოვის მიერ აგებული სასახლის არქიტექტურაში კლასიცისტური ელემენტები ჭარბობდა, სიმენსონმა კი ნაგებობას რენესანსული ხუროთმოძღვრებისთვის მახასიათებელი ფორმები შესძინა.
ფასადი ხორკლიანი და წახნაგოვანი რუსტირებითაა დანაწევრებული. ორ იარუსად განლაგებული თაღოვანი გალერეა თანაბარზომიერ რიტმს წარმოქმნის. ინტერიერში განსაკუთრებით გამოირჩევა ე. წ. სარკეებიანი დარბაზი, სადაც დღესდღეობით ბალეტის წრის მეცადინეობები მიმდინარეობს.
დასავლეთიდან და სამხრეთიდან სასახლეს ბაღი ეკვრის. ბა
Nearby cities:
კოორდინატები:   41°41'45"N   44°47'56"E
  •  23 კმ
  •  529 კმ
  •  632 კმ
  •  736 კმ
  •  762 კმ
  •  802 კმ
  •  901 კმ
  •  913 კმ
  •  1040 კმ
  •  1097 კმ
This article was last modified 10თვის წინ