ზემო კოდისწყაროს სასახლის კომპლექსი
Georgia /
Kakheti /
Dedoplis Tskaro /
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Dedoplis Tskaro
კოშკი, სასახლე, ნანგრევები ( რუინები ), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია
XVI საუკუნის კომპლექსის შემადგენლობაში შედის სასახლე, კოშკი, ეკლესია და რამდენიმე ნაგებობა.
სასახლე გეგმით სწორკუთხაა (30 X 17 მ). ნაგებია ძირითადად აგურით. წყობაში გამოყენებულია რიყის ქვაც, რომლის რიგები აქა-იქ ენაცვლება აგურისას. კამარები და საბჯენი თაღები მთლიანად აგურით ყოფილა ნაწყობი. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის კედლების ნაწილები. სადგომები ორ მწკრივადაა განლაგებული. წინა მწკრივში ოთხი ოთახია, უკანაში — სამი. წინა მწკრივის ოთახები ბევრად უფრო ღრმაა. ოთხივეს გრძივი ღერძი მართობულია შენობის გრძივი ღერძისა. უკანა მწკრივის ოთახებიდან შუა ძლიერ დაგრძელებულია შენობის გრძივი ღერძის გასწვრივ, განაპირა ოთახები კი, თითქმის კვადრატულია. ყველა ოთახში ბუხარი და შეისრულთაღიანი ორსართულიანი ნიშებია. შემორჩენილია შეისრული საბჯენი თაღების ნაწილები. საბჯენი თაღები ორივე მწკრივის გრძელ დარბაზებში ერთმანეთისაგან არათანაბარი მანძილითაა დაშორებული, რომელთაგანაც განაპირებს, განივი კედლებიდან გადმოყვანილი ორ-ორი პერპენდიკულარი საბჯენი თაღი ერყწმის. კედლების ზედაპირის დამუშავება-მორთულობის არავითარი კვალი აღარ ჩანს. შენობის უკანა მწკრივის შუა ოთახის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარზე და აღმოსავლეთ კედელზე, კამარებს ზემოთ, შემორჩენილია რიყის ქვის სრულიად დაუმუშავებელი კედელი (სიმ. 1,7 მ). იგი ალბათ სხვენს ეკუთვნოდა.
კოშკი (8 X 7,6 მ) სასახლის აღმოსავლეთითაა 20-25 მეტრზე, ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი პირველ სართულზეა ჩრდილოეთიდან. ამ მეოთხე სართულზე თითო სარკმელია, ხოლო მესამეზე — ორი. ყოველ სართულზე თითო თაღოვანი ბუხარი და ოთხი-ექვსი სათოფურია, რომლებსაც გადახურვა და ძირი ჰორიზონტალური აქვს. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა, ორმაგი. კოჭების საყრდენ ბუდეებში შემორჩენილია მათი დანახშირებული ნაწილების ბოლოები. პირველი, მეორე და მესამე სართულები ერთმანეთს უკავშირდებოდა კედლებს აყოლებული ქვის კიბით, ხოლო მეოთხე სართულს — ხის მიდგმული კიბით. კოშკი შიგნით და გარედან შელესილია. გადახურული ყოფილა ორფერდა სახურავით. არქეოლოგიური დაზვერვების დროს აიკრიფა შორენკეცებისა და კრამიტის ნამტვრევები.
ეკლესია, დგას სასახლის აღმოსავლეთით, 100 მეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5.3 X7.6 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. კედლები შიგნით და გარედან მობათქაშებული ყოფილა. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა, კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი და განივი კედლების ზედა ნაწილები. თითქმის მთლიანადაა დანგრეული გრძივი კედლები. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო პატარა სწორკუთხა ნიშია.
ეკლესია ამჟამად აღდგენილია წმ.გიორგის სახელზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის № 665 ბრძანებულების თანახმად სასახლის კომპლექსს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
სასახლის კომპლექსი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სასახლის კომპლექსი, სასახლე:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სასახლის კომპლექსი. კოშკი : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სასახლის კომპლექსი, დარბაზული ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ზემო_კოდისწყაროს_სასახლე
Nearby cities:
კოორდინატები: 42°0'58"N 44°33'15"E
- ჭილაშვილების (მილახვრიანთკარის) ციხე-დარბაზი (სასახლე) 13 კმ
- ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილის სასახლე 38 კმ
- კვირიას / არხალის კომპლექსი 40 კმ
- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე 41 კმ
- ნადარბაზევის თამარ მეფის ნასასახლევის კომპლექსი 51 კმ
- ნასახლარის კომპლექსი ( 2 ეკლესია,სასახლე,საცხოვრებელი ნაგებობანი ) (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია) 56 კმ
- ბეჟანოს მეფეთა სადგომის ნანგრევები და ეკლესია (იოანე ნათლისმცემლის სახელობის) (ნანგრევები) 93 კმ
- გელოვანების საგვარეულო ('მალის") ციხესიმაგრე და სასახლის ნანგრევები (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია ??? ) 148 კმ
- ანანოვების მამული - ვარციხეს სასახლე 151 კმ
- გეგუთის ციხე–სიმაგრის ნანგრევები (ე.წ. ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლე) 155 კმ
- მჭადიჯვრის თემი 2.3 კმ
- მუხრანის თემი 9 კმ
- ბაზალეთის თემი 10 კმ
- ოკამის თემი 10 კმ
- დუშეთის მუნიციპალიტეტი 15 კმ
- კასპის მუნიციპალიტეტი 21 კმ
- კავთისხევის თემი 22 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 26 კმ
- ახალგორი 30 კმ
- ცხინვალის რეგიონი 55 კმ