მცხეთის მუნიციპალიტეტი

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Mtskheta /
 second-level administrative division (en), აღნიშნეთ მხოლოდ ობიექტის კონტური
 Upload a photo

მცხეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში შედიოდა, 1917-29 წლებში — ტფილისის მაზრაში, 1930-34 წლებში ცალკე რაიონია, 1938 წლამდე თბილისის გარეუბნის რაიონს დაექვემდებარა, შემდეგ კვლავ ცალკე რაიონია.
ბუნება

მდებარეობს მუხრან-საგურამოს ვაკეზე, რელიეფი ძირითადად დაბალმთიანია. აქვეა საგურამოს ნაკრძალი. ტერიტორია — 805 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 210 კვ. კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, არაგვი, ქსანი, ნარეკვავი, თეზამი.

მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 65 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 90 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 71 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი. დიდი სოფლებია: დიღომი (8,7 ათასი) და მუხრანი (6,2 ათასი).

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: აგარაკი, არაშენდა, აღდგომელაანთკარი, ახალდაბა, ახალი ნიჩბისი, ახალსოფელი, ახალუბანი, ბევრეთი, ბიწმენდი, ბურიანი, გალავანი, გლდანი, გოროვანი, დიდგორი, დიღომი, ერედა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ზაქარო, ზემო ნიჩბისი, ზურგოვანა, თეზამი, თელოვანი, თხინვალი, კარსანი, კევლიანი, კოტორაანთკარი, ლამი, ლელობი, ლელუბანი, ლისი, მამკოდა, მისაქციელი, მსხალდიდი, მუხათგვერდი, მუხათწყარო, მუხრანი, მშრალხევი, ნავდარაანთკარი, ნავაზი, ნატახტარი, პატარა ქანდა, საგურამო, სათოვლე, სასხორი, სხალტბა, ტაბარუკი, უფურუთი, ფრეზეთი, ქვემო ლისი, ქვემო ნიჩბისი, ქსანი, ქსოვრისი, შანკევანი, ჩარდახი, ციხისძირი, ცხვარიჭამია, ძალანთხევი, ძალისი, ძეგვი, ძველი ვეძისი, ძველი ქანდა, წეროვანი, წილკანი, წინამძღვიანთკარი, წიწამური, წოდორეთი, ჭილაანთკარი, ხეკორძი, ჯიღაურა.

მმართველობა

რაიონი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
რაიონის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქში — 1: მცხეთა;
რაიონის გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში: გალავნის, ლისის, მისაქციელის, ნატახტრის, მუხრანის, ნიჩბისის, საგურამოს, ქსნის, ქსოვრისის, ცხვარიჭამიის, ძეგვის, წეროვნის, წილკნის.

ეკონომიკა

რაიონის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზი, საქართველოს სამხედრო გზა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აქ მდებარეობს ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური — ზაჰესი, მოქმედებდა მრავალი სხვადასხვა პროფილის საწარმო, რომელთა დიდი ნაწილი გაჩერებულია. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მებოსტნეობა-მებაღეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული.

ღირსშესანიშნაობანი

მცხეთის რაიონის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა — სვეტიცხოვლის და სამთავროს კომპლექსები, მცხეთის ჯვარი, ბებრისციხე, არმაზციხე, პომპეუსის ხიდი, აგრეთვე ზაჰესი, ზედაზნის კომპლექსი, ქსნის ციხე, ნასტაგისის ნამოსახლარი, შიომღვიმის კომპლექსი, ისტორიული სოფლები — დიდგორი, მუხრანი, წილკანი.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°50'43"N   44°45'41"E
This article was last modified 12 წლის წინ