ბოსტოღანაშვილების საცხოვრებელი სახლი (შაუმიანი)

Georgia / Kvemo Kartli / Shaumiani / შაუმიანი / შაუმიანი
 სახლი, ისტორიული ადგილები

დაბა შაუმიანიდან სიონისკენ მიმავალ გზის პირზე, ე. წ. რუსული სკოლის შენობასთან დგას ორსართულიანი, კოხტა აღნაგობის მქონე საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბოსტოღანაშვილების საკუთრებას წარმოადგენდა. გეგმაში მართკუთხა, ორსართულიანი ნაგებობის კედლები შელესილია. ჩამოცვენილი ნალესობის ადგილებზე მოჩანს აგურის იმიტაციითა და სხვადასხვა ფერის ქვების მონაცვლეობით, დეკორატიულად გაფორმებული კედლები. ნაგებობა კარ-სარკმლებით უხვადაა დანაწევრებული, განსაკუთრებით ეს მის ზედა სართულს შეეხება. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულს, ხის ძელებზე დაყრდნობილი ერთიანი ხის ღია აივანი შემოუყვებოდა; აივნის გარკვეული ნაწილი დასავლეთ ფასადზეა შერჩენილი. შიდა სივრცე ნათელი და ხალვათია. შენობის გარედან, მის დასავლეთით და ჩრდილოეთ ნაწილში კედლების ნაშთები შეინიშნება. ნაგებობას შიფერის სახურავი ხურავს. სახლის ეზოში ბოსტოღანაშვილების საგვარეულო საფლავის ქვაა შემორჩენილი, ქართულ და რუსულ ენებზე შესრულებული ეპიტაფიებით. მარმარილოს ფილაზე შესრულებული ქართული წარწერა საგანგებოდაა ამოტეხილი. რუსული ტექსტი კი დაზიანებული სახითაა მოღწეული: “ . . . . Илья [Абра]мовичъ(?) Бостогановъ, родился 1835 г., скончался 1885 г., от роду 50 л.“
ფოტოებით : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8128
Nearby cities:
კოორდინატები:   41°19'56"N   44°45'10"E
This article was last modified 5 წლის წინ