ბინაძორის კომპლექსი
Georgia /
Kvemo Kartli /
Shaumiani /
World
/ Georgia
/ Kvemo Kartli
/ Shaumiani
ეკლესია (43), ნანგრევები ( რუინები ), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, სამრეკლო
ბურჯებით გამაგრებული გალავნით შემოზღუდული სწორკუთხა ტერიტორიის ცენტრში აღმართულია მაღალი, ორსართულიანი შენობა - დარბაზული ეკლესია, რომელსაც ზემოდან სამრეკლოს ფანჩატური ადგას. აგებულია ნამტვრევი ღვინისფერი ქვით, ხოლო კარ-სარკმლის საპირეები, ფანჩატურის სვეტები, კარნიზები სუფთად ნათალი ყვითელი ტუფითაა გამოყვანილი. პირველი სართულის ეკლესიის (7,00X5,90 მ) კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ორი სარკმელი დასავლეთ და აღმოსალეთ კედლებშია. ნახევარწრიულ აფსიდს შემაღლებული არდაბაგი და ორი მომცრო თაღოვანი ნიშა აქვს. ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ემბაზია ჩადგმული. სატრიუმფო და კამარის გამბჯენი თაღები პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა და სუფთად ნათალი ტუფის ქვათლილებითაა გადაყვანილი. ეკლესიის სამხრეთ კედელში მეორე სართულზე ასასვლელი ხვრელია. მეორე სართული მარტივი ჯვრის თაღოვან-კამაროვანი სივრცეა, რომლის ცენტრში გუმბათქვეშა კვადრატი იქმნება. მას ათსვეტიანი ფანჩატური ეყრდნობა. ჯვრის მკლავები გარედან ორკალთა სახურავითაა გადახურული. ოთხივე მკლავში შეწყვილებული ფართო სარკმლებია გაჭრილი. ფანჩატურის ქვეშ არსებული თაღები ტუფის ნათალი ქვითაა გადაყვანილი და წაისრული ფორმა აქვს, ისინი პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. ამ თაღებს ზევით აგურით გადაყვანილი თაღების კიდევ ორი რიგია. კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება.
ბრტყელი ქართული აგურით ნაგებ და აგურითვე გადახურული ფანჩატური თაროსებრ, პროფილირებული კაპიტელებითა და მსხვილი ბაზებით გაფორმებულ ათ სვეტს ეყრდნობა. სვეტებს შორის გადაყვანილი თაღები წაისრული ფორმისაა. ფანჩატურს აგურით ნაგები ხერხულა კარნიზი აქვს, რომლის თავზეც ქვის (თარო+ცერობი) კარნიზი დევს. შენობის კორპუსის კარნიზები ქვაშია ნათალი და სადადაა პროფილირებული.
ეკლესიის კარი - ე.წ. სელჯუკური სწორკუთხა პორტალი, ორნამენტებითაა შემკული; მდიდრულად გაფორმებული ნახევარწრიული ტიმპანი აქვს, რომელზეც ვარდული და სომხური წარწერაა ამოკვეთილი და აშენების თარიღია (1663 წელი) მითითებული. შენობის აღმოსავლეთი და დასავლეთი სარკმლები მარტივად პროფილირებული გადანაკეცებიანი თავსართებითაა გაფორმებული. სამხრეთ ფასადზე ცალკე ფილაზე ამოკვეთილი მზის საათია ჩადგმული. სომხური წარწერები ახლავს ფანჩატურის სვეტის წახნაგებს.
ეკლესიაში და მის გარეთ მრავალი ხაჩკარის და საფლავის ქვის ფრაგმენტებია თავმოყრილი.
ბინაძორის გალავანი (50X49,0 მ.) რთული სასიმაგრო ნაგებობაა, რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში კამაროვანი კარიბჭეებია აგებული. კარიბჭეებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან თითო სწორკუთხა იზოლირებული ოთახი ეკვრის.
ამ გალავანს აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მეორე – სათოფურებიანი გალავანი საზღვრავს, რომლის კუთხეებშიც მრგვალი ბურჯებია ჩადგმული. პირველი გალავნის სამხრეთი კედელი ორივე გალავნის საერთო კედელია. ამგვარად მეორე გალვნით კომპლექსში შესასვლელი კარიბჭეებია დაცული. გალავანში თიხის მილებით წყალსადენია შეყვანილი.
2006 წელს კომპლექსს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ბინაძორის კომპლექსი: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ბინაძორის სამსართულიანი ეკლესია/სამრეკლო:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ბინაძორა მეწ ვანქ (დიდი ტაძარი) შიდა გალავნის აღმოსავლეთ სადგომები:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ბინაძორა მეწ ვანქ (დიდი ტაძარი) შიდა გალავნის დასავლეთ სადგომები:

ბინაძორა მეწ ვანქ (დიდი ტაძარი) გალავანი: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

Nearby cities:
კოორდინატები: 41°20'20"N 44°42'11"E
- მამხუტის( ყოფილი სარაჩლოს) ზედა და ქვედა ეკლესიები 2.8 კმ
- წერაქვის სამონასტრო კომპლექსი 6.4 კმ
- წერაქვის სამონასტრო კომპლექსი 6.4 კმ
- აიორთ კომპლექსი 11 კმ
- სახუნდარის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი 13 კმ
- ცურტავის (ქოლაგირის,თამარისის,დედოფლის) ციხე 14 კმ
- ორხევის წმ. გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერი 16 კმ
- ნასოფლარი დემირ-სუ 18 კმ
- ირდასუბნის ღვთისმშობლის ეკლესია და მამათა მონასტერი 21 კმ
- დმანისის სამაროვნის ქრისტიანული უბნის მემორიალური ძეგლები 30 კმ
- მ.დალიკი ,803 4 კმ
- ლტოლვილების დასახლება 4.1 კმ
- სასაფლაო 5.2 კმ
- ნაქალაქარი გორული (ყარაჩოფლიარ ქილისა) 8.4 კმ
- მწვანე გორა 9 კმ
- მარნეულის მუნიციპალიტეტი 10 კმ
- სასაფლაო 12 კმ
- რკინიგზის სადგური '' სადახლო '' 14 კმ
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი 16 კმ
- ნოემბრიანი 33 კმ