დმანისის სამაროვნის ქრისტიანული უბნის მემორიალური ძეგლები

Georgia / Kvemo Kartli / Kazreti /
 ნანგრევები ( რუინები ), სასაფლაო, მართლმადიდებლური ეკლესია
 Upload a photo

სასაფლაოები მდ. ფინეზაურის მარცხენა ნაპირის მაღლობზე მდებარეობს. ჯერ მუსულმანურია, ხოლო მისგან 120-130 მეტრის მოშორებით – ქრისტიანული. სასაფლაოს ისეთივე ფართობი უჭირავს, როგორც ქალაქს. ამასთან, მუსულმანური სასაფლაო გაცილებით უფრო დიდია. სამარხების ნაწილი XIV საუკუნეს მიეკუთვნება, მცირე ნაწილი – XIII საუკუნეს. ქრისტიანული სამარხები კი ( ქართული და სომხური) XII-XIII საუკუნით თარიღდება. გათხრები ადასტურებენ, რომ შუასაუკუნეების სამაროვანი მდებარეობს უძველეს – ჩვ. წ. აღმ-დე VIII-VII საუკუნეების სამაროვანზე (ა. ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა).

„მცირე ეკლესია“ №1, XII-XIII სს:
1975 წელს დმანისის არქეოლოგიური ექსპედიცია სამუშაოებს აწარმოებდა დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარის სამხრეთ ნაწილში, სამაროვნის ქრისტიანულ უბანზე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა პატარა ერთნავიანი და შვერილაფსიდიანი (ზომა 2.40x4.5 მეტრი) ეკლესიის ნაშთები .სავარაუდოდ მიეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეების ხანას − დმანისის ქალაქობის პერიოდს მისი ფუნქცია კი რომელიმე დმანისელი წარჩინებული ოჯახის წევრთა დასაკრძალი სამწირველო-ეკვდერი უნდა ყოფილიყო
„მცირე ეკლესია“№2, XII-XIII სს.
1984 წელს არქეოლოგების მიერ დმანისის სამაროვნის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა მცირე , მართკუთხედის მოყვანილობის დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესიის ნაშთები. (4.80x3.20 მეტრი),არქეოლოგების ვარაუდობით ის შესაძლოა საგვარეულო დასაკრძალ ეკლესიას წარმოადგენს და სავარაუდოდ XIII საუკუნის I ნახევარით ათარიღებენ..
ქართულწარწერიანი მემორიალები, XII-XIII სს.
„ქვემო ხაჩკარი“, 1288 წელი;
. „ზემო ხაჩკარი“, XIII ს-ის II ნახ.;
ჯიმშერ ჩხვიმიანი "შუა საუკუნეების ქალაქ დმანისის მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და
კონფესიური სტრუქტურის საკითხები (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა):თავი 3. დმანისის შუა საუკუნეების სამაროვანი( გვ.162-256):
eprints.iliauni.edu.ge/10266/1/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83...

dmanisis naqalaqari (muzeum-nakrZali) (qvis xana - XVIII s):
www.dzeglebi.ge/dzeglebi/d/dmanisi.html
კოორდინატების დაუზუსტებლად და აღწერების გარეშე პატარა დმანისთან დატანილია:
დმანისის ეკლესია ჩუქურთმიანი ქვებით(შავ-თეთრი ფოტო):
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
”წმ. ბარბალეს” ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
რბელიანების სასაფლაო:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°19'52"N   44°20'25"E
This article was last modified 4 წლის წინ