ნასოფლარ ეგრისის კომპლექსი "შავსაყდრები"

Georgia / Kvemo Kartli / Bediani /
 ნასოფლარი, ისტორიული ღირშესანიშნაობა, ღირსშესანიშნაობა ტურისტებისათვის

ნასოფლარი დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ გომარეთის სამხრეთით, დაახლოებით 3 კილომეტრში, მდინარე ყარაბულაღის მარცხენა ნაპირზეა.
სოფელი "ეგრისი" სამეგრელოდან გადმოსახლებულმა ლარაძეებმა დააარსეს და სამეგრელოს ძველი სახელი უწოდეს. აზნაურ ლარაძეებს ერთმანეთის გვერდით ორი სოფელი, დიდი და პატარა ეგრისი გაუშენებიათ. ამ ნასოფლარებში ამჟამად სამი დარბაზული ეკლესია, ლარაძეების სასახლე და სხვა შენობების ნანგრევებია შემორჩენილი.
ყველაზე დიდი ეკლესია "დანგრეული ეკლესია", რომელიც დროთა განმავლობაში გადაუკეთებიათ, საშუალო ზომის კვადრებითა და კირხსნარითაა აგებული. სამხრეთი შესასვლელის თავზე ერთ ქვაზე ჯვარია გამოსახული. ეკლესია დაზიანებულია: ჩაქცეულია სახურავი და დაფარულია ნანგრევებით. ეკლესიას ეტყობა შელესვისა და მოხატვის კვალი.
განვითარებული ფეოდალური ხანისაა მეორე, ღვთისმშობლის ეკლესიაც. იგი კარგად გათლილი, ერთმანეთზე მჭიდროდ მორგებული დიდი ქვებითაა ნაგები. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, თითო სარკმელია აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ეკლესიას შერჩენილი აქვს სახურავი, შეიმჩნევა მოხატულობის კვალიც.
მესამე, ნათლისმცემლის ეკლესიას, რომელიც XVIII საუკუნეშია (დასაზუსტებელია ??) აგებული, სამხრეთით, მთელ სიგრძეზე, აქვს მინაშენი. სამხრეთ კედელზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში იხსენიება ეკლესიის მაშენებელი გიორგი ხუცესი (ლარაძე). ეკლესიის ირგვლივ სასაფლაო და გალავანია.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის № 665 ბრძანებულების თანახმად ეგრისის კომპლექსს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია


ნასოფლარი: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ეკლესია ნათლისმცემლისა:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
დანგრეული ეკლესია: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
შავი საყდარი :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ღვთისმშობლის ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°27'34"N   44°10'30"E
  •  55 კმ
  •  500 კმ
  •  612 კმ
  •  685 კმ
  •  759 კმ
  •  827 კმ
  •  902 კმ
  •  905 კმ
  •  1024 კმ
  •  1083 კმ
This article was last modified 4 წლის წინ