მამულო - პანტიანის მეგალითები და ნასახლარები

Georgia / Kvemo Kartli / Bediani /
 ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები
 Upload a photo

მამულო - პანტიანის მეგალითები განფენილია სოფელ მამულოსა და პანტიანს შორის ფერდობზე, ტყის სიღრმეში, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე, დმანისის მუნიციპალიტეტში. გეოგრაფიულად ეს ადგილი წარმოადგენს გომარეთის ზეგანის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს. ძეგლი პირველად ნაწილობრივ დაფიქსირდა 1994 წელს დმანისის მუზეუმ - ნაკრძალის დაზვერვითი ექსპედიციის მიერ. სამეცნიერო ლიტერატურაში მანამდე ამ ძეგლის შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა. ძეგლი პირველად შეისწავლა 2007 წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ (პროფ.პ.ბუხრაშვილი, პროფ.გ.ყიფიანი, ზ.ცქვიტინიძე და სხვ): გათხრებით გამოვლენილია მრავალრიცხოვანი ნასახლარები, უნიკალური მეგალითური კომპლექსი - გაიწმინდა და აიზომა ხუთი მეგალითური ნაგებობა, გაივლო ორი სადაზვერვო თხრილი, რომელმაც გამოავლინა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა კერამიკის ნამტვრევების და ობსიდიანის ანატკეცების სახით... შესწავლილი ნასახლარები განფენილია ფერდზე - სამ იარუსად და 5 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
ნასახლარებია ასევე ბედიანი - პანტიანის გზის ქვემოთ ფერდობზეც. დიდ ფართობზე გაშლილი კომპლექსი შემდგომ კვლევას მოითხოვს და მომავალში ბევრ საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის საქართველოს ისტორიის საკითხში.
saunje.ge/index.php?id=1226&lang=ru
www.kvirispalitra.ge/public/37213-adgili-sadac-mkvlevre...
forum.ge/?f=9&showtopic=34371465&st=75
Nearby cities:
კოორდინატები:   41°30'12"N   44°14'4"E
  •  48 კმ
  •  502 კმ
  •  612 კმ
  •  690 კმ
  •  757 კმ
  •  822 კმ
  •  900 კმ
  •  904 კმ
  •  1024 კმ
  •  1082 კმ
This article was last modified 7 წლის წინ