ოფრეთი

Armenia / Lori / Alaverdi /
 სოფელი, ისტორიული ადგილები

ოფრეთი — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში ,მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე შულავრის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 1070 მეტრზე, მარნეულიდან დაშორებულია 50 კილომეტრით.
2002 წლის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა158 ადამიანი,ხოლო 2014-80.
სოფელ ოფრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით (???? ) შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხე. წყაროებში პირველად მოხსენიებულია X საუკუნეში. ოფრეთის ციხე მდებარეობდა 4 ხეობის გზასაყარზე, რომელიც მგლისკარის უღელტეხილით ტაშირში გადადიოდა.
მატიანის ცნობით, V საუკუნეში ქართლის პიტიახშ ვარსქენს ოფრეთის ციხეში ჰყავდა დაპატიმრებული თავისი მეუღლე შუშანიკი.
ოფრეთის ციხე ადრინდელი ფეოდალური ხანის ნაგებობაა, რომელიც შემოზღუდულია ფართო გალავნით, დაყოლებული აქვს მრგვალი კოშკები. ზღუდის შიგნით ციხის ტერიტორიაზე განლაგებულია ნაგებობათა კომპლექსი, რომელსაც დაჰყურებს ციტადელი — ფეოდალური რეზიდენცია. აქვეა მცირე ეკლესია ნალისებური აფსიდით. ციხე ნაგებია საშუალო ზომის კვადრების სწორი რიგებით. ეს არის დიდი ფეოდალის ტიპიური რეზიდენცია. აქვეა ნასოფლარი. შემოზღუდულია მრგვალკოშკებიანი გალავნით.
სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღრიცხულია კულტურული მემკვიდრეობის შემდეგი ძეგლები:
"წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ნაეკლესიარი სკოლის ეზოში"(სურათებით) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8176
"ოფრეთის სასაფლაოს ეკლესია" (სურათებით ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8154
"ნათლისღების (ზიარების) შვერილაფსიდიანი ეკლესია"(სურათებით) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8142
სოფლშივეა "თეთრი ხიდი "(სურათებით) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8149
სოფლის ჩრდილო-დასავლეთითაა "ოფრეთის ანასკენ ქილისას ეკლესია"( ნანგრევების ფოტოებით): memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8094
სოფლის ჩრდილოეთითაა "ეკლესია "შაითან ქილისა"( ნანგრევების ფოტოებით): memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8203
ამათ გარდა დაუზუსტებელი ადგილმდებარეობებისაა:
"ეკლესია " (შავ-თეთრი ფოტო): memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11321
" ტაძარი გუმბათიანი"(უსურათოდ): memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/17946
"ეკლესია " (უსურათოდ) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/17947
"ერმანი მაზარლიკი" ( შავ-თეთრი ფოტო): memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11317

ოფრეთის აღმოსავლეთით შემორჩენილია ნასახლარი "აიორთ კომპლექსი": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11311
ახლად რესტავრირებული 1886 წელს აშენებული წმ.გიორგის ეკლესია : სურათებით : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/8156 და
აიორთ შენობა (ეკლესიის დასავლეთით) : შავ-თეთრი სურათით :memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11315
Nearby cities:
კოორდინატები:   41°15'3"N   44°38'2"E
This article was last modified 3 წლის წინ