თეჯისის ( ყოფ.ჩოლაყის) ლიპის ციკლოპური ნაგებობა, წმ. კონსტანტინეს ეკლესია და მენჰირი
Georgia /
Kvemo Kartli /
Tsalka /
World
/ Georgia
/ Kvemo Kartli
/ Tsalka
ეკლესია (43), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მენჰირი, მეგალითები
წმ. კონსტანტინეს ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. იგი აშენებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, რომელიც აღმოსავლეთით ბოლოვდება აფსიდით, სადაც ორი ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებში გაჭრილია სარკმლები. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთის მხრიდან გაუკეთებიათ მინაშენი, რომლის მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი. გალავანს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე შესასვლელი ქვის მონოლითითაა გადახურული.
ეკლესიის ცენტრში დგას დიდი ზომის მენჰირი, რომელზედაც ქრისტიანულ ხანაში ჯვარი ამოუტიფრავთ.
ეკლესიის მახლობლად წრიული წყობის მეგალითური ნაგებობებია.
თეჯისის წმინდა კონსტანტინეს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
წმ. კონსტანტინეს ეკლესია: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მენჰირი : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ლიპის ციკლოპური : memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
www.kvirispalitra.ge/public/37213-adgili-sadac-mkvlevre...
( მენჰირი — ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობა. წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ლოდს, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. მენჰირის დანიშნულება ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ისინი დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები დადგმული იქნა რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ან როგორც სასაზღვრო ნიშანი. ეს ქვები მთელ მსოფლიოშია გაბნეული. სხვადასხვა სიმაღლის, ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული. ევროპაში, აფრიკაში და აზიაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტი დასავლეთ ევროპაშია. ისინი პრეისტორიოული ხანის სხვადასხვა პერიოდებშია აშენებული და წარმოადგენენ დიდი მეგალითური კულტურის ნაწილს, რომელიც ყვაოდა ვეროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ბოლოდროინდელი მონაცემებით, მენჰირები -7 ათასი წლის წინანდელია ).

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/თეჯისის_წმინდა_კონსტანტინეს_ეკლესია http://ka.wikipedia.org/wiki/თეჯისის_მენჰირი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°41'31"N 44°5'18"E
- ნაეკლესიარი 6.1 კმ
- წალკის ღვთისმშობლის ეკლესია 10 კმ
- წმ.პეტრესა და პავლეს სახ.ეკლესია 10 კმ
- წმ.კონსტანტინეს სამოლოცველო 12 კმ
- დაშბაშის წმ. გიორგის ეკლესია (II) 12 კმ
- სამების (ყოფ.გუნია-ყალა) ჯვრის მამის გუმბათიანი ეკლესია 13 კმ
- ნასოფლარ ზირთის წმინდა გიორგის ეკლესია 13 კმ
- წმ.პეტრესა და პავლეს ეკლესია 14 კმ
- წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევი ( დასაზუსტებელია ??? ) 17 კმ
- ეკლესია "სეფიაანთ საყდარი", "თამარის სამწირველო" 21 კმ
- სამადლოს(ყოფ.შუა ხარაბას ) არქეოლოგიური ზონა 4.3 კმ
- ბეშთაშენის "ციკლოპური ნაქალაქარი" 5.6 კმ
- მთა აი-ილია,1683 5.8 კმ
- სანთის (უწყლოს) მეგალითური ციხე 7.4 კმ
- უზუნგიოლის ტბა 7.5 კმ
- თრიალეთის ქედი 8.5 კმ
- არჯევანი ,2758 მ 13 კმ
- წალკის მუნიციპალიტეტი 13 კმ
- მღებრიანის თემი 13 კმ
- გორის მუნიციპალიტეტი 33 კმ