Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

წმ.პეტრესა და პავლეს სახ.ეკლესია (იმერა) | მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Kvemo Kartli / Bediani / იმერა
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით. ბერძნული წარწერის თანახმად იგი აგებულია 1890 წელს.
ბერძენი მოსახლეობის გადმოცემით აქ იდგა დანგრეული მცირე ზომის ქართული ეკლესია, რომლის ერთ-ერთი სარკმლის ქვა ასომთავრული წარწერით დღეს ჩაშენებულია ეკლესიის გალავანში. ეკლესია სამნავიანია, აგებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. გეგმაში მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურითაა აწეული და აქვს სოლეა. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი წყვილი გეგმაში წრიული ფორმის სვეტით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, იგი თაღოვანია. ეკლესია გადახურულია კრამიტით. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე ჩასმულ ქვებზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.
იხ.სურათებით"პეტრე-პავლეს ეკლესია":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°38'19"N   44°11'28"E
  •  40 კმ
  •  490 კმ
  •  599 კმ
  •  686 კმ
  •  742 კმ
  •  807 კმ
  •  885 კმ
  •  889 კმ
  •  1010 კმ
  •  1068 კმ
This article was last modified 4 წლის წინ