Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

დაშბაშის წმ. გიორგის ეკლესია (II)

Georgia / Kvemo Kartli / Tsalka /
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 500 მ დაცილებით, მთაზე. ეკლესია აგებულია VIII-IX სს. გადაკეთებულია XIX ს-ის II ნახევარში ბერძნების მიერ.
ეკლესია აშენებულია თანაბარი ზომის დამუშავებული ქვის კვადრებით და გამოყენებულია ძველი ეკლესიის ქვები. ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთით ნახევაწრიული აფსიდით. აფსიდში ჩრდილოეთ მხარეს ნიშია. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან- არქიტრავულია. შესასვლელის თავზე წყობაში ქვა არის ჯვრის გამოსახულებით. სარკმელები გაჭრილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედელში. კარნიზად გამოყენებულია ძველი ეკლესიის კარნიზები. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა, რომელზეც ძველი კაპიტელი დევს, აქვეა ქვაჯვარის ერთ-ერთი მკლავი, რომელზეც ჯვრებია ამოკვეთილი.
ეკლესიის მახლობლად სამი თანამედროვე ნაგებობა დგას. ერთ-ერთს წმ. პავლეს სამლოცველოს უწოდებენ.
" დაშ-ბაშის წმ. გიორგის ეკლესია (II)":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°35'23"N   44°7'0"E
  •  49 კმ
  •  488 კმ
  •  598 კმ
  •  680 კმ
  •  744 კმ
  •  813 კმ
  •  887 კმ
  •  890 კმ
  •  1010 კმ
  •  1069 კმ
This article was last modified 4 წლის წინ