გარბანის ( "ოქროს ბებერი " ) წმ. გიორგის სახ. ეკლესია (გარბანი)

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Sioni / გარბანი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

გარბანის წმ. გიორგის სახ.ეკლესია ( "ოქროს ბებერი " წმ. გიორგის ეკლესია) IX-X საუკუნეების ერთნავიანი ბაზილიკაა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარბანის ზემოთ ტერასებზე ნასოფლარ გარბანას ტერიტორიაზე მდებარეობს. ეკლესიას ძალიან ლამაზი ეზო აქვს, არყის ხეებითა და ლამაზი მინდვრით.
გარბანის წმ. გიორგი მოხევეთა სათემო სალოცავს წარმოადგენდა, სადაც ხევის ყველა სათემო საქმე წყდებოდა, დღეს სასოფლო სალოცავია.
არქიტექტურა და მორთულობა
გარბანის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნით – თაღოვანი. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია, სამხრეთისაში – ორი. დასავლეთის სარკმელი შიგნით სათაურითაა შემკული, რაც იშვიათად გვხვდება ქართულ ეკლესიათა ინტერიერში. ნანგრევებში აღმოჩნდა ლავგარდნის სხვა ქვები, უფრო გართულებული მორთულობით. ზოგ ქვაზე რელიეფური ვარდულებია, ზოგზე – ყურძნის მტევანი, ზოგზე მცენარე და სხვა. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსტრიქონიანი ნუსხური წარწერა: “წდი გიორგის ოქრო”. შესაძლოა ამ წარწერიდან მომდინარეობს ეკლესიის სახელი (ოქრო ბებერი წმ. გიორგის ეკლესია), რომელიც ძველთაგანვეა გავრცელებული მოხევეებში. ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები ეკვრის. სამხრეთის მინაშენი კარიბჭის როლსაც ასრულებდა. მისი სამხრეთ კედლის შუა ნაწილი გახსნილი იყო სამი თაღით რომლებიც განაპირა კედლების გარდა შუაში მდგარ ორ სქელ სვეტსაც ეყრდნობოდა. თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხა მოხაზულობის გალავანისაგან ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.
უნდა აღინიშნოს რომ, ეკლესია მის რესტავრირებამდე მოხატული ყოფილა ფრესკებით, რომლებიც დროთა განმავლობაში განადგურდა, რესტავრაციის შემდგომ კი ისინი სრულად დაიკარგა.
აქ მამათა მონასტერი ყოფილა.
გარბანის წმინდა გიორგის ხატობა აღდგომის მესამე კვირას იციან. ამ დღეს სიონის ტაძრიდან გამოაბრძანებდნენ ხოლმე წმინდა გიორგის ვერცხლის ხატს.
იხ.სურათებით "გარბნის წმ. გიორგის ეკლესია": angi.ge/garbnis-wm-giorgis-eklesia/
იხ.სურათებით "ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

იხ.სტატია "ხევის სალოცავები" (16.12.2005): karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/istoria/677-mokheveebs-...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°36'33"N   44°35'32"E
  •  86 კმ
  •  468 კმ
  •  557 კმ
  •  669 კმ
  •  700 კმ
  •  723 კმ
  •  804 კმ
  •  822 კმ
  •  958 კმ
  •  1012 კმ
This article was last modified 4 წლის წინ