ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი (სიონი)
Georgia /
Mtskheta-Mtianeti /
Sioni /
სიონი
World
/ Georgia
/ Mtskheta-Mtianeti
/ Sioni
მართლმადიდებლური ეკლესია
Add category
ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს სოფელ სიონის განაპირას, ბორცვზე. კომპლექსში შედის: ეკლესია გალავანით (ორივე მე-9 -10 სს. მიჯნა), კოშკი (მე-9 - 10 სს.), საცხოვრებელი სახლები (მე-18 -19 სს.),აკლდამა.
ეკლესია (10,2x12,1 მ) სამნავიანი ბაზილიკაა, გეგმით სწორკუთხა, ნაგებია თლილი ქვით. ამჟამად გადახურულია თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან (ამოქოლილია) და ჩრდილოთიდან. ნავებს შორის ორ-ორი სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი სამ-სამი თაღია. თაღების სიგანე და სიმაღლე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იზრდება. შუა ნავი გვერდით ნავებთან შედარებით ორჯერ განიერია. ნავები გადახურულია ცილინდრულია კამარებით. შუა ნავის ცილინდრული კამარა ეყრდნობა პილასტრებზე გადაყვანილ ორ საბჯენ თაღს და დასავლეთით კედლის მიმდებარე თაღს, გვერდითა ნავები კამარები - ორ-ორ ვიწრო თაღს. შუა ნავს აღმოსავლეთით მოკლე ბემა და ღრმა აფსიდი აქვს. აფსიდის კედელს ღვთისმსახურთათვის ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. სარკმლის ქვემოთ ქვის სავარძელია მაღალი სასულიერო პირისათვის. სავარძელს გვერდით მაღალი მრგვალი ქვის სვეტია, რომელზეც ქვისავე ოთხკუთხა სახატეა შემოდგმული. შუა ნავის სამივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველს სამხრეთით და ჩრდილოეთით ეკვრის სწორკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლო, რომლებიც გვერდითა ნავებს უერთდება. სათავსების აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია, გრძივ კედლებში - სხვადასხვა სიდიდის თითო სწორკუთხა ნიში. სათავსებს კამაროვანი გადახურვა აქვს. ეკლესიის თანადროული კანკელი ექვს კოლონაზე დაყრდნობილი თაღედია და საკურთხევლიდან 1 მეტრითაა გამოწეული. მისი სვეტები ქვემოთ წახნაგოვანია, ზემოთ - ცილინდრული: დასრულებულია მოჩუქურთმებული კაპიტელებით. კანკელს, თაღედის ზემოთ, დამუშავებული ლავგარდანი გასდევს. შუა ნავის დასავლეთ კედელზე ჩანს მოხატულობის კვალი. ფასადებზე სარკმლებს მარტივპროფილიანი, ბოლოებშემოკეცილი თავსართები აქვს. აღმოსავლეთის ფასადის შუა სარკმლის თავზე მაღალი ნიშია, რომელსაც ორფერდა გადახურვა აქვს. შუა ნავის გადახურვა მაღალია, ორფერდა, გვერდითა ნავებისა - ცალფერდა. სამხრეთით და ჩრდილოეთით შემორჩენილია მინაშენების კვალი (კარიბჭეები?).
ეკლესიის წინ, შესასვლელთან, ხევის უხუცესთათვის ("ბჭეებისათვის") განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.
ეკლესიას შემოვლებული აქვს უსწორმასწორო მოხაზულობის კარგად ნაწყობი თლილი ქვის გალავანი, რომელიც ძირითადად ეკლესიის მცირე ფართობიანი ეზოს საყრდენი კედლის მოვალეობას ასრულებს.
გალავნის შესასვლელის წინ უფრო გვიანი ხანის სამრეკლოს ნანგრევებია. გალავნის შიგნით სასაფლაოა, მის სამხრეთ მონაკვეთში დგას ოთხკუთხა და წიბოებჩამოქნილი ქვა-სვეტი, რომელსაც მცირე ზომის ბაზილი აქვს და ზემოთკენ ოდნავ დავიწროებული ოთხკუთხა კვარცხლბეკზე დგას. ქვასვეტის ასომთავრული წარწერის მიხედვით, იგი ეკუთვნის ვინმე გიორგის, რომელიც თხოულობს შენდობას. კვარცხლბეკის ერთ ქვაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ჩვილით. ქვასვეტს თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. იგი ამჟამად დაკარგულია.
კოშკი დგას ეკლესიის ჩრდილოეთით, მაღალი კლდის ქიმზე. კეტავდა ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას. გეგმით კვადრატული კოშკი (4,5x4,5 მ) ხუთსართულიანია და ზემოთკენ შესამჩნევად ვიწროვდება. ნაგებია მოზრდილი ზომის უსწორმასწორო ნატეხი ქვით. ფასადებზე ქვა შედარებით უკეთაა დამუშავებული. კოშკის მეხუთე სართულის ზედა ნაწილი და ქვის სართულშუა გადახურვები ჩამონგრეულია. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. პირველი სართული მიწიდან 5 მ სიმაღლეზეა. სწორკუთხა შესასვლელი პირველ სართულზეა. კართან, კედელში ჩასმულია მოზრდილი შვერილი ქვა და ხის კიბის მისადგმელად. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში სამი საბრძოლო ხვრელი - სარკმელ-სამზერია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი მოზრდილი შიგნით თაღოვანი, ხოლო გარედან კვადრატული სარკმელია. მესამე სართულის დასავლეთ კედელში - ერთი ვიწრო, მაღალი სარკმელი. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ კედელში - ერთი მოზრდილი თაღოვანი სარკმელი. მეხუთე, საბრძოლო-სათავდაცვო სართულს შემოვლებული აქვს მაღალი პარაპეტი. აქ ოთხივე მხარეს ნიშის მსგავსი დიდი ოთხკუთხა შვერილი სალოდეებია, რომლებიც მხოლოდ ქვემოდანაა ღია. კოშკის კედლებში სართულშუა გადახურვებისათვის ჩატანებულია ბრტყელი ქვები (სიგრ. 0,6-0,8 მ), რომლებზეც გრძელი ქვებია დალაგებული. ყველა სართულის იატაკში დატანებულია ერდო.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
კომპლექსის სიახლოვეს მღვიმე-გამოქვაბულია,რომელიც შესაძლოა შემდგომში საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ორი სათავსო ბუნებრივი, მასიური სვეტითაა გამიჯნული
იხ.სურათებით "ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.სურათებით"ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.უსურათოდ"აკლდამები":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.უსურათოდ"საცხოვრებელი სახლები": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.უსურათოდ "გალავანი": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.სურათებით "კოშკი": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

Nearby cities:
კოორდინატები: 42°36'12"N 44°34'48"E
- ლომისა 22 კმ
- კომპლექსი ბერციხე ( ნანგრევები) (დასაზუსტებელია ) 24 კმ
- გერის წმინდა გიორგის ეკლესია 52 კმ
- ფუძნარი (ბოდავი) 54 კმ
- ნასოფლარ მოლამურის კომპლექსი 57 კმ
- კვირიას / არხალის კომპლექსი 59 კმ
- ფშარაველის წმ. გიორგის სახ.ეკლესია 62 კმ
- ნაქალაქარი ( კომპლექსი) 96 კმ
- ბრილის ღვთისმშობლის ეკლესია და მამათა მონასტერი 99 კმ
- ბრილის წმ. გიორგის ეკლესია (ნანგრევები) 99 კმ
- სიონის თემი 0.6 კმ
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 3.1 კმ
- გორისციხის თემი 3.8 კმ
- კობის თემი 8.6 კმ
- მნას ხეობა 10 კმ
- სნოს თემი (ხეობა) 11 კმ
- ხდეს ხეობა 14 კმ
- გუდაურის თემი 18 კმ
- თრუსოს ხეობა 18 კმ
- მთიულეთი 23 კმ