Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

ნასოფლარ მოლამურის კომპლექსი

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Tianeti /
 კოშკი, ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები, მართლმადიდებლური ეკლესია

ნასოფლარი მოლამური მდ. ივრის ამავე სახელწოდების მარცხენა შენაკადის მარჯვენა მხარეს, ხერთვისში გაწოლილი ქედის სამხრეთ ექსპოზიციაზეა გაშლილი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. სოფელი სამ ტერასად ყოფილა გაშლილი. საცხოვრებლები ჩრდილოეთის კედლით ნაწილობრივ მიწაშია შესმული. ნაგებობები აგებულია ადგილობრივი ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობის ჰორიზონტალობა დაცული არაა.
პირველ ტერასაზე ნაგებობებს ანფილადური განლაგება აქვს. შემორჩენილია ძირითადად ჩრდილოეთის კედლები და ნაწილობრივ დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები (ისინი საშუალოდ 80 სმ სისქის არიან და სიმაღლეში 2 მეტრამდეა შემორჩენილი).სახლების ერთ ნაწილს ერთმანეთში გასასვლელი კარები დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებში აქვთ გაჭრილი. ძირითადი შესასვლელი, როგორც ჩანს მათ სამხრეთ კედელში უნდა ქონოდათ. კედლებში ალაგ-ალაგ სწორკუთხა და თაღოვანი ნიშებია დატანებული.
მეორე ტერასაზე მდებარეობს რამდენიმე მოზრდილი ნაგებობა, რომლებიც აშკარად რეზიდენციული დანიშნულების უნდა ყოფილიყო.უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში დგას დანარჩენი ნაგებობებისგან გამორჩეული წაგრძელებული სწორკუთხედი ფორმის ნაგებობა, რომელიც სასახლე უნდა ყოფილიყო.ნაგებია ნატეხი ქვითა დუღაბზე. წყობა ირეგულარულია. ჩრდილოეთის და დასავლეთის მხრიდან ნაწილობრივ მიწაშია შესმული. მას თაღოვანი შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ კიდეში აქვს.კარის წირთხლებში საურდულეებია დატანებული. კედლები შემორჩენილია 2 მეტრამდე და ამ დონეზე სარკმლის კვალი არც ერთ მათგანს არ ეტყობა. სამხრეთ კედელშივე სათოფურებია. დარბაზის აღმოსავლეთის კედელში მცირე ზომის ღიობია,როგორც ჩანს, ის შიდა გასასვლელს წარმოადგენდა სათავსოში.
მესამე ტერასაზე სწორკუთხა სამსართულიანი კოშკია აღმართული . კოშკს შესასვლელი მეორე სართულის დონეზე სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. მის ზემოთ სარკმელ-სათოფურია.კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 მეტრში მცირე ზომის დარბაზული უაფსიდო ეკლესიაა( სამლოცველო). ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე ირეგულარული წყობით. სამლოცველოს შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ კიდეში აქვს. კარი სწორკუთხაა. იმავე კედელში სწორკუთხა სარკმელიცაა დატანებული. აღმოსავლეთის კედელში პირამიდული ფორმის სარკმელია გაჭრილი. შიგნიდან შელესილი ყოფილა.
ნასოფლარის დასავლეთით 200 მეტრში, გორის კონცხზე, დგას მეორე, მოზრდილი დარბაზული ეკლესია, რომელიც სოფლის სალოცავი უნდა ყოფილიყო.
ნასოფლარი მოლამური:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარ მოლამურის სასახლე :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარ მოლამურის კოშკი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარი მოლამურის მცირე ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარი მოლამურის ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ეკლესია:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარ მოლამურის ნაგებობა პირველ ტერასაზე:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარი მოლამურის ნაგებობა ჭით:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მოლამურის კომპლექსის ნაგებობის ნაშთი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარი მოლამურის ნაგებობის ნაშთი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარი მოლამურის ნაგეობის ნაშთი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ნასოფლარ მოლამურის ნაგებობის ნაშთი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მოლამურის კომპლექსის გალავნის გარე სათავსი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...





მდინარე ივრის ხეობაში, სოფელ კვერნაულის ჩრდილოეთით დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით ტყით დაფარულ ხეობაში შემორჩენილია საკულტო და საერო ნაგებობათა ნაშთები, რომელსაც ხალხში "მოლამურის" სახელით მოუღწევია.
მოლამურში არსებული შენობა-ნაგებობებიდან თითქმის პირვანდელი სახით გადარჩენილა ბაზილიკა, ე.ი უგუმბათო ეკლესია და თავდაცვითი ნაგებობის კოშკი, ხოლო ყველა სხვა საკულტო თუ საერო ნაგებობანი ძლიერაა დაზიანებული. ეს კია, რომ შენობათა ნაშთებს ეტყობა, აქ საკმაოდ გრანდიოზული ნაგებობანი ყოფილა თავის დროზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იქ უბრალო დასახლების ადგილი კი არა, საკმაოდ ძლიერი თავდაცვითი მნიშვნელობის პუნქტი ყოფილა. ამას ისიც ადასტურებს, რომ იგი მდებარეობს გეოგრაფიულად და სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე. სამი მხრიდან ციცაბო ფერდობებითაა დაცული, ხოლო ხეობაში შესასვლელი დაცული ყოფილა ხელოვნური ნაგებობებით .ასეთი ძლიერი დასახლება განუპირობებია იმასაც, რომ აქ საკმაოდ მოიპოვებოდა და დღესაც კვლვავ არსებობს სამშენებლო ქვის დიდი კარიერი. „იმ დროს მართლაც ყველაზე შრომატევადი ქვის გადატანა უნდა ყოფილიყო, ამიტომ არჩევდნენ ადგილობრივ ქვას, ან ეძებდნენ კარიერებს მშენებლობის მახლობლად“ (ირ. ციციშვილი,ქართული არქიტექტურის ისტორია გვ. 22). ზემო აღნიშნულთან ერთად ისიც უნდა ითქვას, რომ არსებული პუნქტი არ წარმოადგენს განკერძოებულ საცხოვრისს თუ თავდაცვით დასახლებას, იგი იყო ჟებოტა-იხინჭა-არხლის კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი.
მოლამურის ბაზილიკა წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის შენობას. მისი სიგრძე 7 მეტრია, სიგანე-4, ხოლო სიმაღლე კამარის თავამდის 5 მეტრი. ოთხივე კედელში თითო პატარა სარკმელი აქვს, ბაზილიკა არც შიგნით და არც გარე კედლებზე დეკორატიულად არ არის გაფორმებული.
იქვე არსებული კოშკის სიმაღლე ამჟამად დაახლოებით 11 მეტრი, ხოლო მისი ფუძე 5X5 მეტრია. მშენებლობაზე გამოყენებულია მხოლოდ ქვა და კირის ხსნარი. ყოველივე ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოლამურის საცხოვრისი ადრე ფეოდალური ხანით თარიღდება. ამის საბუთს გვაძლევს თუნდაც ის რომ „მე-6 საუკუნეში ბაზილიკებთან ერთად საპატიო ადგილს იჭერს ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის თემაც, რომელიც მე-6-7 საუკუნეთა მიჯნაზე აღწევს განსაკუთრებულ სიმწიფეს და ღებულობს გამოკვეთილ დასრულებულ სახეს“ (იქვე, გვ. 38). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უგუმბათო ეკლესიები აღარ შენდებოდა. ცნობილი ჟალეთის სამნავიანი ბაზილიკა ხელოვნებათმცოდნე ნ. ქადეიშვილმა მე-9 საუკუნის დასასრულით დაათარიღა. მაგრამ ეს ბაზილიკა მოლამურის ბაზილიკასთან განსხვავებით სამნავიანია და დეკორატიულადაც გაფორმებულია. ე.ი საგულისხმოა, რომ იგი საგრძნობლად გვიანდელი ხანისაა, ვიდრე მოლამურის ბაზილიკა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მის მშენებლობაში აგური სრულიადაც არაა გამოყენებული. მართლაც „ადრინდელი ხანის ყველა მონუმენტური შენობა ქვისგანაა აგებული“ (იქვე, გვ.37).
მოლამურის ბაზილიკამ და კოშკმა თითქმის უვნებლად და თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდის. მათ გაუძლეს მრავალ საუკუნეთა ქარ-ტეხილებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადრეფეოდალურ ხანში სამშენებლო ხელოვნება ჩვენს კუთხეში საკმაოდ მაღალ განვითარებული ყოფილა.
თენგიზ პატურაშვილი, „ერწო-თიანეთის ისტორიიდან“ 1996

მოლამურის კომპლექსი მოხსენიებულია კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენაში“,მის ახლოს მდებარე სოფ.კვერნაულას ძველი სახელით „გორიმზვარე“.
იხ."წინაპარათა ნაკვალევზე" (10 ივლისი, 2017) -ფბ -ზე "თიანეთი • Tianeti"
Nearby cities:
კოორდინატები:   42°11'15"N   44°59'13"E
  •  51 კმ
  •  517 კმ
  •  611 კმ
  •  726 კმ
  •  749 კმ
  •  752 კმ
  •  861 კმ
  •  879 კმ
  •  1014 კმ
  •  1068 კმ
This article was last modified 4 წლის წინ