დრისის ჯავახაანთ ციხე (თამარის ციხე)

Georgia / Shida Kartli / Kaspi /
 კოშკი, ციხე-სიმაგრე, ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია

დრისის ჯავახაანთ ციხე (თამარის ციხე) – ციხესიმაგრე, მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანის დასავლეთით 400 მეტრზე. მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ციხე მე–12 საუკუნეშია აგებული თორელების მიერ, მოგვიანებით ციხე და თეძმის ზემო წელი ჯავახიშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა.
კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ყველა ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. ჩრდილოეთით კოშკი დგას, ხოლო სამხრეთით სასახლე მდგარა, რომელიც ამჟამად საკმაოდ დანგრეულია. ეკლესია, რომელიც ციხის ზედა იარუსზე დგას, დარბაზულია და ნაგებია კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებით. ტაძარი წმ. გიორგის სახელობისაა. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. საკურთხევლის იატაკში ამოჭრილია წრიული ფორმის ღრმა, ჭურისებრი სათავსი. კომპლექსში ასევე შესულია სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც დაზიანებული სახითაა შემორჩენილი.

დრისის ციხეზე ასვლა შესაძლებელია აღმოსავლეთის მხრიდან ტყეში მიმავალი ბილიკის საშუალებით, ასევე დასავლეთიდან, თუმცა ეს გზა გაცილებით რთულია.
ციხის ჩრდილოეთით, ხევის გადაღმა ცოტა მოშორებით, სოფ. ჭყოპიანის მოპირდაპირე მხარეს, ყოფ.ქვედა დრისი ნასოფლარის ტერიტორიაზე დგას წმ.გიორგის პატარა ეკლესია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს.

დრისის ჯავახაანთ ციხეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. ჯერჯერობით არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
იხ. ფოტო-სურათით : "დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
შავ-თეთრი ფოტო-სურათით "დრის ციხის კომოლექსი":

ფოტო-სურათების გარეშე:
"დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი. ეკლესია":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი. სასახლე":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი. კოშკი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსი. ციხე-გალავანი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ფოტო-სურათებით:"დრისის (ჯავახაანთ) ციხე": novators.ge/dzeglebi.php?id=113
"დრისის ციხე": www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=535
"დრისის ჯავახაანთ ციხე(თამარის ციხე)(განვით. ფეოდ. ხანა)":
www.dzeglebi.ge/dzeglebi/d/drisis_cixe.html

www.about.ge/ka/pois/?poid=895
Nearby cities:
კოორდინატები:   41°51'53"N   44°16'32"E
  •  27 კმ
  •  482 კმ
  •  587 კმ
  •  692 კმ
  •  724 კმ
  •  782 კმ
  •  865 კმ
  •  872 კმ
  •  997 კმ
  •  1054 კმ
This article was last modified 4 წლის წინ