მთიულეთი
Georgia /
Mtskheta-Mtianeti /
Pasanauri /
World
/ Georgia
/ Mtskheta-Mtianeti
/ Pasanauri
მსოფლიო / საქართველო / მცხეთა-მთიანეთის მხარე
commune - administrative division (en), დაფარული (უკონტურო) ობიექტი
მთიულეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავსმდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი.
თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარიც. დღესდღეობით მთიულეთად დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით მდებარე ტეროტორია მიიჩნევა. ცენტრად კი, დაბა ფასანაური. გადმოცემის თანახმად, მთიულეთში ქრისტიანობა უქადაგია ქართველთა გამანათლებელ ნინოს. IX საუკუნის 50-იან წლებში არაბთა ლაშქარმა ბუღა თურქის სარდლობით ცხვატამდე მიაღწია, მაგრამ მთიულებმა მტერი უკუაქციეს. XIII საუკუნის დასაწყისში, თამარის მეფობის ხანაში, მთიულები აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრალურ ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული ფხოველებისა და დიდოელების დასამორჩილებლად მოწყობილ სტრატეგიული მდებარეობის გამო თავიდანვე სამეფო ხელისუფლების ყურადღებას იქცევდა. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში 90-იან წლებში მისი გამგებლები იყვნენ ქართლის ამირთამირა აბულასანი, შემდეგ - მანდატურთუხუცესი ჭიაბერი. XIV საუკუნის დასაწყისში მთიულეთი ქსნისა და არაგვისერისთავთა ბრძოლის ასპარეზი გახდა. მეფე ვახტანგ III-ის დახმარებით ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი დაეუფლა მთიულეთის დიდ ნაწილს - მდინარე თეთრი არაგვის მარჯვენა სანაპიროს - ღუდადან ხანდომდე. შემდეგში ამ ტერიტორიას არაგვის ერისთავები განაგებდნენ. მთიულეთი არაგვის საერისთავოში შედიოდა 1742 წლამდე, შემდგომში იგი საუფლისწულო მამული იყო. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, 1804 წელს, მთიულეთში იფეთქა გლეხთა აჯანყებამ. მთიულეთში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფის თვალსაზრისით, მთიულეთის უდიდესი ნაწილი დუშეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, ხოლო მცირე ნაწილი (გუდაურის თემი, მთიულეთის ჩრდილო დასავლეთი ნაწილი) - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/მთიულეთი
Nearby cities:
კოორდინატები: 42°23'35"N 44°35'48"E
- მეჯუდის ხეობა 39 კმ
- მაღრან-დვალეთი 58 კმ
- კუდარო 88 კმ
- ღების თემი 119 კმ
- ლიხეთის თემი 127 კმ
- ჩიხარეშის თემი 142 კმ
- ხელედის თემი 193 კმ
- ლახამულას თემი 208 კმ
- ხაიშის თემი 232 კმ
- ჭუბერის თემი 243 კმ
- საბზიკოს ქედი 5.1 კმ
- გურდიამის ქედი 6.3 კმ
- მთიულეთ-გუდამაყრის ქედი 7.5 კმ
- ლომისის მთა, 2452 10 კმ
- ალევის ქედი 11 კმ
- ახალგორი 18 კმ
- ალეური 18 კმ
- საქართველოს სამხედრო გზა 19 კმ
- ქსნის ხეობა 26 კმ
- ცხინვალის რეგიონი 41 კმ