ნასოფლარი საკურთხისი

Georgia / Kvemo Kartli / Manglisi /
 ნასოფლარი  Add category
 Upload a photo

ნასოფლარი საკურთხისი ადმინისტრაციულად ეკუთვნის შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტის ს.წინარეხს.მდებარეობს სოფლის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე.მისასვლელი გზაა ს.ზემო ნიჩბისიდან ( 8 კმ).
"...ამ ადგილს, ოდეს ყოფილ სოფელს საკურთხისი რქმევია და ეს სახელი დღემდე შემორჩენია. გადმოცემით, სწორედ აქ უკურთხებიათ დიდგორზე საომრად მიმავალი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის გმირთა ლაშქარი მას შემდეგ, რაც დავითს ნიჩბისის ხეობის ყელი ჩაუხერგია პირწმინდად, ფიქრადაც რომ არავის მოსვლოდა გაქცევა. ვინ იცის, იქნებ ეს პატარა საკურთხისი თეთრი გიორგის ძლევამოსილობის მნახველიც არის, დიდგორში შემწედ რომ მოევლინა ქართველთა ჯარს და სამ საათში ჯოჯოხეთში გაასტუმრებია თურქ-სელჯუკთა ნახევარმილიონიანი არმია.
1994 წელს ეს ადგილი ქრისტიანული სოფლის ასაშენებლად შერჩეული ჰქონდა მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ თეიმურაზ ჩაჩიაბიას და მისი მრევლის ბიჭები ერთ-ერთ "გაცოცხლებულ" ნასახლარში მუდმივად მორიგეობდნენ. ზაფხულში მშენებლობა მიმდინარეობდა, ზამთარში კი - აშენებულის პატრონობა. ორი ნასახლარი უკვე აღდგენილი იყო.
... ორიოდე წლის შემდეგ ბარიდან ხმა ამოვიდა, ეგ ჩვენი წინაპრების ნასახლარებია და ჩვენვე გვეკუთვნისო. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ოფიციალურად იყო გაფორმებული, მამა თეიმურაზმა მაშინვე დატოვა საკურთხისი და ასევე მიყრუებულ ბევრეთში გადავიდა, სადაც მიწა შეიძინა და ღვთის მადლით დიდმოწამე თეკლას სახელობის უმშვენიერესი მონასტერი ააშენა. "
იხ."ზაზას სარკმელი:საკურთხისი": 24blog.ge/weekend/story/6701-sakurtkhisi

ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია :
კოშკი
საკურთხისის მაცხოვრის დარბაზული ეკლესია (8,5 X 4,7 მ) ( თარიღდება სავარაუდოდ IX-X საუკუნეებით)-დგას სასაფლაოზე.ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების უმეტესი ნაწილი. დაზიანებულია აღმოსავლეთით მდგარი ეკლესიის მაღალი საყრდენი კედელიც. შესასვლელი ორია - სამხრეთ კედლის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთებში (უსურათოდ) :
memkvidreoba.gov.ge/Home/objects/immovable/immovableObj...
(საიტის რუკაზე დატანილია შეცდომით ,ქვათახევის დასავლეთით)
საკურთხისის წმინდა გიორგის დარბაზულია ეკლესია,"უმზეურა" (5,3 X 3,8 მ) ( თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით) — მდებარეობს ნასოფლარ საკურთხისის სამხრეთით 300-400 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.ძლიერ დაზიანებულია, კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებია სხვადასხვა ზომის და ფორმის ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელი ყოფილა (უსურათოდ): memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
(საიტის რუკაზე დატანილია შეცდომით ,ქვათახევის დასავლეთით)
Nearby cities:
კოორდინატები:   41°46'5"N   44°27'39"E
This article was last modified 4 წლის წინ