ფშარაველის წმ. გიორგის სახ.ეკლესია

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Dusheti /
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

პატარა სალოცავი- ფშარაველის წმ. გიორგის სახ. ეკლესია დარბაზულია (4.9x3.65მ). ნაგებია ძირითადად რიყის ქვით. შესასვლელი სამხრ. კედლის დას. ნაწილშია. კარს გარედან თაღოვანი, ხოლო შიგნით ბრტყელი გადახურვა აქვს. აღმ-ით მოკლე მხრებით გამოყოფილი სწორკუთხა საკურთხეველია. საკურთხევლის აღმ. კედელში სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელზე, მოზრდილი კუბური ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის გვერდით კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზი კვადრ. ფორმისაა (2x2მ), განათებულია დას. კედელში გაჭრილი სწორკუთხა სარკმლით, მას საფეხურებიანი რაფა აქვს.
ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. მსგავსი გადახურვა აქვს საკურთხეველსაც. ფასადები სადაა. მოგვიანებით ეკლესია შიფერის ორფერდა სახურავით გადაუხურავთ და აღმ-დან ღია ფარდული მიუშენებიათ.
იხ.შავ-თეთრი სურათით " წმ.გიორგის ეკლესია" :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
მონახულება შეიძლება ტურისტული მარშრუტით: ბოდორნა-ბაზალეთის ტბა-საშაბუროს ციხე.
www.google.com/maps/d/u/0/viewer?mid=1n2sp-gOL_gWYIh2z0...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°3'17"N   44°41'48"E
  •  25 კმ
  •  502 კმ
  •  600 კმ
  •  724 კმ
  •  727 კმ
  •  762 კმ
  •  862 კმ
  •  876 კმ
  •  1006 კმ
  •  1062 კმ
This article was last modified 4 წლის წინ