ორბელიანების სასახლე (ლამისყანა)
Georgia /
Kakheti /
Dedoplis Tskaro /
ლამისყანა /
ლამისყანა
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Dedoplis Tskaro
მსოფლიო / საქართველო / მცხეთა-მთიანეთის მხარე
სასახლე, ისტორიული ადგილები
ორბელიანები (იგივე ორბელიშვილები, ყაფლანიშვილები, XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჯამბაკურ-ორბელიანებადაც იხსენიებოდნენ) ფეოდალური საგვარეულო XVII-XIX საუკუნეების საქართველოში. ქაჩიბაიძე-ბარათაშვილების ერთ-ერთი შტო.
გვარის ფუძემდებელი იყო ორბელ ბარათაშვილი, რომელიც 1536 წელს გაეყარა თავის სახლიკაცს იოთამ ბარათაშვილს. ორბელს ერგო 59 სოფელი, 617 კომლი გლეხითურთ ლოქის მთის ნახევარი, ფიტარეთის და დმანისის ეკლესიების ნახევარი (ეს ეკლესიები შემდეგ მთლიანად ორბელიანების საკუთრება გახდა).
1610-ან წლებში ორბელიანების შთამომავლებს შორის ამტყდარი საადგილმამულო შუღლის ნიადაგზე ბარათა ორბელიანმა გაწყვიტა თავისი სახლიკაცები და მათ მამულებს დაეპატრონა. გადარჩა მხოლოდ ყაფლან ორბელიანი, რომელმაც თავი ირანს შეაფარა და 1625 წ. მარაბდის ბრძოლაში ქართველთა წინააღმდეგ იბრძოდა. ამ ბრძოლაში დაიღუპა ბარათა და მის მამულებს ყაფლანი დაეუფლა. ყაფლანს აუშენებია „მკვიდრი მამული... სოფელი სამოცდაერთი“, განუახლებია ფიტარეთის მონასტერი, აუგია ხულუტის ციხე და სხვ. მან 80-მდე სოფელი დაუტოვა თავის შთამომავლობას.
ორბელიანთა სამფლობელო (საორბელო ან საყაფლანიშვილო) მე-18 საუკუნეში მოიცავდა ქციისა და დმანისის ხეობათა დიდ ნაწილს, აგრეთვე ტაშირს. ორბელიანებს ჰყავდათ 100-მდე ვასალი აზნაური და 2000-მდე ყმა გლეხი, რომლებიც ცხოვრობდნენ 160-მდე სოფელში; სასახლეები და კარის ეკლესია ჰქონდათ სოფელ ტანძიას, ციხე-კოშკები - დმანისს, ქვეშსა და ხულუტს, მონასტრები - ფიტარეთსა და დმანისს. მე-18 საუკუნის ბოლოს ქვემო ქართლის აოხრებასთან დაკავშირებით ორბელიანები გადმოსახლდნენ თბილისში.
სასახლე XVIII საუკუნეში აუშენებია ივანე ორბელიანს მისი მეუღლის, ნინო თორნიკეს ასულ ერისთავის მამისეულ ნამზითვ მამულში. ამიტომ სასახლე ორბელიანების სახელითაა ცნობილი. მისი ბოლო მეპატრონეები იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. ალექსანდრე ორბელიანის დედამ ნინო თორნიკეს ასულმა ერისთავმა ციხე-გალავანი სასახლითა და მამულებით თავის რძალს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს უბოძა.
ორბელიანთა სასახლის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდნენ ცნობილი მოღვაწენი. თვით მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (1852-1941 წწ.), შვილი პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890 წწ.), ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე იყო.
აქ ხშირად ჩამოდიოდნენ, დროდადრო ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვახტანგ ორბელიანი, ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წწ.), რომელსაც ცოლად ჰყავდა მარიამ ორბელიანის ძმისშვილი ანასტასია ნიკოლოზის ასული ორბელიანი, ცნობილი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე (1870-1917 წწ.) - ივანე ჯავახიშვილი ქვისლი და სხვა.
ამ სახლში იყო ორბელიანთა მდიდარი საგვარეულო ბიბლიოთეკა.
სასახლე-მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ( გარდა ორშაბათ-სამშაბათისა) 9-დან 18 საათამდე.
იხ.უსურათოდ "ორბელიანთა სასახლის კომპლექსი" : memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/22764
სურათენით " ორბელიანთა სასახლის კომპლექსი. ორბელიანთა სასახლის ციხე-გალავანი":
memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/6797
სურათით "ორბელიანთა სასახლის კომპლექსი. ერისთავების სასახლე" : memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/15551
უსურათოდ " ლამისყანის ციხე გალავანი" : memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/10478

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ჯამბაკურ-ორბელიანების_სასახლე
Nearby cities:
კოორდინატები: 42°0'42"N 44°29'31"E
- ზემო კოდისწყაროს სასახლის კომპლექსი 5.1 კმ
- ჭილაშვილების (მილახვრიანთკარის) ციხე-დარბაზი (სასახლე) 18 კმ
- ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილის სასახლე 40 კმ
- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე 43 კმ
- კვირიას / არხალის კომპლექსი 44 კმ
- ნასახლარის კომპლექსი ( 2 ეკლესია,სასახლე,საცხოვრებელი ნაგებობანი ) (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია) 54 კმ
- ბეჟანოს მეფეთა სადგომის ნანგრევები და ეკლესია (იოანე ნათლისმცემლის სახელობის) (ნანგრევები) 89 კმ
- გელოვანების საგვარეულო ('მალის") ციხესიმაგრე და სასახლის ნანგრევები (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია ??? ) 143 კმ
- ანანოვების მამული - ვარციხეს სასახლე 146 კმ
- გეგუთის ციხე–სიმაგრის ნანგრევები (ე.წ. ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლე) 150 კმ
- ოკამის თემი 5.9 კმ
- მჭადიჯვრის თემი 7.4 კმ
- მუხრანის თემი 11 კმ
- ბაზალეთის თემი 15 კმ
- კასპის მუნიციპალიტეტი 17 კმ
- კავთისხევის თემი 20 კმ
- დუშეთის მუნიციპალიტეტი 20 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 29 კმ
- ახალგორი 30 კმ
- ცხინვალის რეგიონი 52 კმ