ჯვრის მონასტერი
Georgia /
Mtskheta-Mtianeti /
Zahesi /
World
/ Georgia
/ Mtskheta-Mtianeti
/ Zahesi
მსოფლიო / საქართველო / მცხეთა-მთიანეთის მხარე
ისტორიული ადგილები, მონასტერი, orthodox christianity (en), pilgrimage (en)
ჯვრის მონასტერი — მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია). გარედან იგი ორფერდასახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (1 აფსიდითა და 3 სწორკუთხა მკლავით). შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. იმავე VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დროს თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ჯვარი_(მცხეთა)
Nearby cities:
კოორდინატები: 41°50'18"N 44°44'0"E
- კალა 17 კმ
- ავლაბარი 17 კმ
- ორთაჭალა 18 კმ
- დიდი ლილო 21 კმ
- ნასოფლარ ეგრისის კომპლექსი "შავსაყდრები" 63 კმ
- ნაქალაქარი გორული (ყარაჩოფლიარ ქილისა) 63 კმ
- ოფრეთი 65 კმ
- უსეინქენდის ყორღანები 71 კმ
- დმანისი 72 კმ
- başkeçid 79 კმ
- ყოფილი საბჭოთა კავშირის მესანგრეთა სამხედრო ნაწილი 0.4 კმ
- მტკვარისა და არაგვის შეერთება 0.7 კმ
- მცხეთის სარკინიგზო გვირაბი 1.6 კმ
- თეატრონი 1.7 კმ
- მცხეთის სასაფლაო 2.3 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 2.5 კმ
- საგურამოს თემი 6.6 კმ
- საგურამოს ქედი 6.9 კმ
- სხალტბის სერი(კვერნაქების მონაკვეთი) 8.2 კმ
- თბილისის ეროვნული პარკი 15 კმ
Comments