ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია (ზემო მაჩხაანი)

Georgia / Kakheti / Tsnori / ზემო მაჩხაანი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის შუაგულში, გზის პირას. ძეგლს არც წარწერა აქვს და არც ისტორიულ წყაროებში იხსენიება. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით კი XVIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება.

ეკლესია კუპელჰალეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი გეგმა, რომელიც გრძივ ღერძზეა აქცენტირებული, გარედან სწორკუთხედში თავსდება (12,5X5,85 მ). გუმბათი შვერილთა ორ წყვილს ეყრდნობა. ამ ეკლესიის კომპოზიციის თავისებურება ისაა, რომ აღმოსავლეთი შვერილები უშუალოდ ებჯინება საკურთხევლის აფსიდს. მეორე წყვილი შვერილი დარბაზის სივრცეს ორად ანაწევრებს. გრძივი კედლების გაყოლებაზე თაღებია. მათგან აღმოსავლეთის ანუ გუმბათქვეშა თაღები მაღალია დასავლეთისაზე. გუმბათქვეშა დასავლეთ შვერილებს ორ „იარუსად“ განლაგებული იმპოსტები აქვს. ერთი დასავლეთ უბეების თაღთა ქუსლის დონეზეა განთავსებული, მეორე – გუმბათქვეშა თაღების ქუსლებთან. ცილინდრული გუმბათი, რომლის ძირში აფრებია ამოყვანილი, მაღალია. მასში რვა სარკმელია გაჭრილი.

ზემო მაჩხაანი ზოგიერთ კუპელჰალეს ნიმუშთან შედარებით (მაგ. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია) ნაკლებად ავლენს სიახლეს და უფრო მეტად შუა საუკუნეების არქიტექტურულ ტრადიციებს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით გუმბათის ყელის დეკორში გამჟღავნდა.
იხ.სურათებით" ”მთავარანგელოზის” ეკლესია":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°34'5"N   45°56'40"E
  •  207 კმ
  •  1126 კმ
  •  1307 კმ
  •  1343 კმ
  •  1363 კმ
  •  1442 კმ
  •  1611 კმ
  •  1656 კმ
  •  1889 კმ
  •  1894 კმ
This article was last modified 4 წლის წინ