ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი

Georgia / Kakheti / Kvareli /
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ნაქალაქარ "ნეკრესის" თავზე, ტყით შემოსილ მთის ფერდობზე, ე. წ. ,,ნაზვრევ" გორაზე. სამონასტრო კომპლექსში შედის სხვადასხვა დროისა და დანიშნულების რამდენიმე ნაგებობა: უძველესი მცირე სამეკლესიანი ბაზილიკა,ღვთისმშობლის მიძინების სამეკლესიანი ბაზილიკა, მთავარანგელოზთა ეკლესია,წმ.გიორგის ეკლესია, ეპისკოპოსის პალატი, მარანი, კოშკი, სატრაპეზო, მცირე სამლოცველოები, ბერთა სენაკები, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები.
მონასტერი შემოფარგლული ყოფილა გალავნით (შემორჩენილი იყო ფრაგმენტულად), გალავნის გარეთ, ფერდობზე, სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებიც დასტურდება.
ნეკრესის მონასტერი, რომელიც საუკუნეთა მანძილე ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა არაერთგზის დაურბევიათ ლეკებს, რომელთა შემოსევები XIX საუკუნის შუა წლებამდეც კი გაგრძელდა.
კომპლექსს სხვადასხვა დროს ჩაუტარდა სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები.XX საუკუნის ოციან წლებში დაიწყო ძეგლის მეცნიერული შესწავლა, ხოლო უფრო მოგვიანებით 1940-50 წლებში კომპლექსზე მიმდინარეობდა დაცვითი-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება.2009-2010 წლებში საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის ფონდის დახმარებით გაუმჯობესდა მონასტრამდე ასასვლელი საავტომობილო გზა, მოეწყო მონასტრის ტერიტორია, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ღვთისმშობლის შობისა და მთავარანგელოზთა ეკლესიებს და ეპისკოპოსის პალატის კომპლექსის ნაგებობებს. აშენდა დამთვალიერებელთა მომსახურების ცენტრი, გადაიხურა მარანი, დაკონსერვდა საწნახელი, ხოლო ეპისკოპოსის პალატში ამოქმედდა საგამოფენო დარბაზი.
ნეკრესში არის ყველა მართმადიდებლური ეკლესიისგან გამოჩეული წესი, საქართველოში მხოლოდ აქ არის ნებადართული, ღორის დაკვლა. ლეგენდა ასეთი შინაარსის არის, რომ ერთხელაც ნეკრესის ციხეს ლეკები შემოესივნენ და ალყა შემოარტყეს, ძალიან რომ გაუჭირდათ ქართველებს, ერთი ეშმაკური ხერხი იხმარეს. რაც ციხეში ღორები ჰყავდათ ყველა დაკლეს, მისი სისხლი დადმოასხეს ხოლო ხორცი კი გადმოყარეს ციხიდან,როგორც მოგეხსენებათ მუსულმანები ღორს არ ეკარებიან, ციხის გარშემო კი ყველგან ღორის ხორცი და სისხლი ესხა. მოხსნეს ალყა და გაბრუნდნენ უკან. ასე გადარჩა ციხე-მონასტერი აოხრებას. მას შემდეგ ყოველ 7 ნოემბერს ნეკრესობა იმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორია ასეთი ქრისტიანული სალოცავი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულებით ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
"ნეკრესის მიდამოები":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

www.orthodoxy.ge/eklesiebi/nekresi/nekresi.htm
lemill.net/content/webpages/10dc10d410d910e010d410e110d...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°58'19"N   45°46'6"E
  •  180 კმ
  •  1081 კმ
  •  1262 კმ
  •  1310 კმ
  •  1322 კმ
  •  1398 კმ
  •  1568 კმ
  •  1620 კმ
  •  1859 კმ
  •  1864 კმ
This article was last modified 4 წლის წინ