ქვემო მაღაზანა
Georgia /
Kakheti /
Signagi /
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Signagi
ისტორიული ადგილები, გამოქვაბული, მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია
სოფ.მაღაროდან(ქვემო მაღარო) ივრისკენ მიმავალი შარაგზით გაივლით რა მცირე განის ველს - ნაომარს, გადასერავთ მდინარის ხეობას, უკანასკნელის გაღმივ, დასავლეთით, მოჩანს პირქუმი კლდე, რომელსაც გლეხობის უმრავლესობა მაღაზიებს უწოდებს. ზოგნი სხვა სახელებსაც არქმევენ - სერნაკები (სენაკები), ბერების ჩრდილი. იმ თორმეტ უდაბნოთაგან, რომელთაც პლატონ იოსელიანი იხსენიებს თავის შრომაში ”Описание древностей города Тифлиса”, ერთ-ერთს ”მაღაზანა, ან მღვიმე” ეწოდება. ხალხური გამოთქმით ”მაღაზიები” იგივე მაღაზანაა, ენობრივად ოდნავ სახეშეცვლილი. რას უნდა აღნიშნავდეს სიტყვა მაღაზანა? თუ მღვიმე მისი სინონიმია, ბადალი სიტყვაა - ”მაღაზანა, ანუ მღვიმე, როგორც ეს მოხსენებულია პლატონ იოსელიანის შრომაში, მაშინ მნიშვნელობის დადგენა შეიძლება. ”მღვიმე არს მთხრებლი კდისა კაცთათვის საპატიმროდ, გინა თავით თვისით შთაჯდეს სინანულისათვის” (სულხან-საბა - ორბელიანი, ”ქართული ლესიკონი”). ასეთ იზოლირებულად გამოკვეთილ ვიწრო, დაბალ სენაკებს მხოლოდ აქ, ქვემო მაღაზანის ქვაბულებში ვხვდებით, ამდენად მაღაზანა, ანუ მღვიმე მისი ისტორიული სახელი უნდა იყოს და ცალკე სამონასტრო ერთეულად საგულვებელი.
ქვაბული კომპლექსი მდებარეობს ზემო მაღაზანის მთის უშუალო გაგრძელებაში, რომელიც სერის სახით დახრილად მიემართება სამხრეთისაკენ და, უახლოვდება რა მღვიმის ქვემო მისადგომებს, უცბათ კარგავს თავის სიმაღლეს და დაბალ კლდეს ქმნის.
ორივე მაღაზანის საშუალედო სერის მარცხენა მხრის კალთები თანაბარი და ბალახოვანია, მარჯვენა მხრისა კი ალაგ-ალაგ უსწორმასწორო, დასასრულში კი ნაპრალოვან-კლდოვანი. ამ ადგილებშია გამოკვეთილი მღვიმეები, სენაკები და სამრეკლო-ეკლესიები. მათი საერთო რიცხვი ოცდაათამდე აღწევს. ქვაბულთა უმრავლესობა მისაწვდომ ადგილებშია გამოკვეთილი. მხოლოდ რამდენიმე სენაკია მოთავსებული ცერად დახრილი კლდის მაღალ ზოლში, სადაც სათანადო იარაღების გარეშე ასვლა შეუძლებელია; მდებარეობენ ერთ წყებად, ადგილ-ადგილ ერთიმეორის გვერდით, ზოგან მცირე მანძილის დაცილებით; გამოჭრილია მიწის სხვადასხვა ქანები, ძირითადად კი თიხნარსა და ქვიან დანაშრევში. მათგან უმრავლესობა იზოლირებულია და, შედარებით ქოლაგირსა და ქვბებისა, უკეთაა შემონახული. არსებითი ცვლილება - რღვევა დაშლა მხოლოდ ზოგიერთს განუცდია, მათაც ან შესასვლელი ხვრელები ან მიწა კედელი აქვს ჩამონგრეული. ნაშალი მიწა, რასაც ყველა ქვაბულში ვხვდებით, კლდიდან ჩამონადენი ღვარისაგანაა შეტანილი; ვიწრო დაბალი შესასვლელები შორიდანვე დაღვრემილად გამოიყურებიან. შიდა მხარის კონსტრუქცია და მოწყობილობა ნათლად მიგვითითებს მათ სხვადასხვა დანიშნულებაზე, თითოეული მათგანი დიდი ოსტატობით და მზრუნველობით არის დამუშავებული. ქვაბულთა ერთი ჯგუფი ჩვეულებრივი სახის, უბრალო სანაკებს წარმოადგენს. მნახველის ყურადღებას უფრო რთული ნაგებობანი იქცევს.
იხ."დ.გონაშვილი - ივრის ხეობაში": www.saunje.ge/index.php?option=com_content&view=article...
იხ.ვიდეო:"დავით გარეჯი - მოგზაურობა სამშობლოში":
www.youtube.com/watch?v=oBtJulHGpk4 (9:00-11:07..მხოლოდ ტექსტში სეცდომით მოიხსენიებს ავტორი ქოლაგირად)

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/დავითგარეჯა
Nearby cities:
კოორდინატები: 41°27'47"N 45°35'38"E
- მღვიმე (საბერეები) 4.9 კმ
- ზემო მაღაზანა 4.9 კმ
- მაღაზანა 5 კმ
- დავითგარეჯას უდაბნოს სამონასტრო კომპლექსი 19 კმ
- დოდოს რქის (დოდორქა) სამონასტრო კომპლექსი 20 კმ
- პატარა ქვაბები 25 კმ
- დავით გარეჯას სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსის აღდგომის წამებულის მონასტერი 26 კმ
- ბერთა მთა (დასაზუსტებელია) 27 კმ
- დავითგარეჯის მრავალწყაროს სამონასტრო კომპლექსი ( თეთრი სენაკები) 30 კმ
- ქობთავი ხორაუგისა და „ყვავისთავის“ მონასტერის ეკლესია 59 კმ
- მაღაზანა 1.8 კმ
- დავით-გარეჯი 22 კმ
- ყოფ. საბჭოთა არმიის საწვრთნელი პოლიგონი 24 კმ
- აღსთაფა 31 კმ
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 31 კმ
- სიღნაღის მუნიციპალიტეტი 32 კმ
- ჩობანდაღის ქედი 32 კმ
- ყარაიაზის ნაკრძალი 33 კმ
- ყაზახი 47 კმ
- თოვუზის რაიონი 61 კმ