დავით გარეჯას სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსის აღდგომის წამებულის მონასტერი | ნანგრევები ( რუინები ), გამოქვაბული, მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Kvemo Kartli / Gardabani /
 ნანგრევები ( რუინები ), გამოქვაბული, მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

აღნიშნულ ტერიტორიაზე "წამებულის მონასტერი" დაფიქსირებულია www.mygeorgia.ge/-ზე და კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალის რუკაზე.
აღნიშნულ სამოსატრო კომპლექსს ეკუთვინის კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალის რუკაზე კოორდინატების დაუზუსტებლად სხვა ადგილზე ნაჩვენები "წამებულის სამონასტრო კომპლექსი"(სურათებით):
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

და "წამებული. გამოქვაბული მონასტერი. ეკლესია-გამოქვაბული":
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/18675
wikipedia-ზე იძებნება :
1).წამებულის მონასტერი — შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის ეკლესია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. მდებარეობს მთის თხემის ოდნავ შემაღლებულ მასივში უდაბნოს მონასტრის დასავლეთით დაახლ. 300 მეტრზე. მის სამხრეთით, კარის წინ კახეთის მეფე არჩილის (1664-1675 წწ.) თაოსნობით აგურის კარიბჭე მიუშენებიათ. გეგმით კვადრატული მცირე ზომის დაბალი, ბრტყელჭერიანი ეკლესიის აღმოსავლეთი კედელი უაფსიდოა. მოგვიანებით შუაში ცუდად დამუშავებული ქვით ნაგები ტრაპეზი გაუმართავთ. ჩრდილოეთ კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს დაახლოებით 130-140 სმ სიმაღლის კედელი, რომელიც სარკოფაგის შთაბეჭდილებას ტოვებს — მასში წამებულ ბერთა ძვლები აწყვია. ეკლესიის ჭერსა და კედლებს ამკობს მოხატულობა, რომლის ძირითადი ფენა XI საუკუნის მხატვრულ ძეგლებს უახლოვდება.
2). აღდგომისა წამებული — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია. მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, გარეჯის მთის სერზე, დავითის ლავრასა და უდაბნოს მონასტერს შორის.
ეკლესია აგებულია ნატეხი ქვით. კამარა ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. აფსიდი ჩაწერილია კვადრატში. ოთხივე ფასადზე თითო პატარა სარკმელი აქვს. ინტერიერში შემორჩენილია ფესკების ფრაგმენტები.
მითითებული ადგილმდებრეობებით არც ერთი არ ემთხვევა.
"დავით გარეჯას რუკაზე" წამებული ნაჩვენებია ეშმაკის ხევის სამხრეთ კალთაზე "ნათლისმცემლის" ჩრდილოეთით და "თეთრი სენაკების" სამხრეთით,ანუ მათ შუა.

მონასტერი გამოკვეთლია ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის დასავლეთით, ქედის გაგრძელებაზე, მის კალთაზე. კომპლექსი სამიარუსიანია. ამჟამად მეტნაკელებად შემორჩენილია 12 გამოქვაბული, რომლებშიც შედის სამარტვილე, 4 ტაძარი, სენაკები ,საძვალე და სხვა დანიშნულების ქვაბები.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°30'8"N   45°17'11"E
  •  245 კმ
  •  1134 კმ
  •  1312 კმ
  •  1376 კმ
  •  1382 კმ
  •  1455 კმ
  •  1625 კმ
  •  1684 კმ
  •  1924 კმ
  •  1929 კმ
This article was last modified 4 წლის წინ