ზემო მაღაზანა
Georgia /
Kakheti /
Sagarejo /
დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთით
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Sagarejo
ეკლესია (43), მთა, ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები, გამოქვაბული, საინტერესო ადგილები
სოფ.მაღაროდან (ქვემო მაღარო) ივრისკენ მიმავალი შარაგზით გაივლით რა მცირე განის ველს - ნაომარს, გადასერავთ მდინარის ხეობას, უკანასკნელის გაღმივ, დასავლეთით, მოჩანს პირქუმი კლდე, რომელსაც გლეხობის უმრავლესობა მაღაზიებს უწოდებს. ზოგნი სხვა სახელებსაც არქმევენ - სერნაკები (სენაკები), ბერების ჩრდილი. იმ თორმეტ უდაბნოთაგან, რომელთაც პლატონ იოსელიანი იხსენიებს თავის შრომაში ”Описание древностей города Тифлиса”, ერთ-ერთს ”მაღაზანა, ან მღვიმე” ეწოდება. ხალხური გამოთქმით ”მაღაზიები” იგივე მაღაზანაა, ენობრივად ოდნავ სახეშეცვლილი. რას უნდა აღნიშნავდეს სიტყვა მაღაზანა? თუ მღვიმე მისი სინონიმია, ბადალი სიტყვაა - ”მაღაზანა, ანუ მღვიმე, როგორც ეს მოხსენებულია პლატონ იოსელიანის შრომაში, მაშინ მნიშვნელობის დადგენა შეიძლება. ”მღვიმე არს მთხრებლი კდისა კაცთათვის საპატიმროდ, გინა თავით თვისით შთაჯდეს სინანულისათვის” (სულხან-საბა - ორბელიანი, ”ქართული ლესიკონი”). ასეთ იზოლირებულად გამოკვეთილ ვიწრო, დაბალ სენაკებს მხოლოდ აქ, ქვემო მაღაზანის ქვაბულებში ვხვდებით, ამდენად მაღაზანა, ანუ მღვიმე მისი ისტორიული სახელი უნდა იყოს და ცალკე სამონასტრო ერთეულად საგულვებელი.
ორივე მადაზანა(ქვემო და ზემო) ერთმანეთის ახლო, ერთ პატარა ღელის გრძივში მდებარეობს; მათ შორის მანძილი კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს; ბუნება მწირი ერთფეროვანია, მცენარეულობით საგრძნობლად ღარიბი, იზრდება ძეძვი, ისიც აქა-იქ. მხოლოდ მღვიმეების მახლობლად ვხვდებით ბროწეულისა და ლეღვის რამდენიმე ძირს; საფიქრებელია აქ ოდესღაც სხვა ნარგავებიც იყო ხელოვნურად გაშენებული. ღელეში მეტწილად მწარე და მლაშე წყლებია; აქვე გამოდის სასმელი წყაროც, რომელსაც ადგილობრივი მწყემსები ბერების წყალს უწოდებენ, ღელე და სერების კალთები ადრე გაზაფხულიდან მწვანე მოლით იფარება. ურო ბალახის გარდა იზრება ავშანი და ყარაღანი - პირუტყვთა გემრიელი საჭმელი.
ზემო მაღაზანა ქვემო მაღაზანის ჩრდილოეთით მდებარეობს იმავე სერის გაგრძელებაში. კლდე, რომელშიც ტაძართა მთელი კომპლექსი არის გამოკვეთილი, ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება, პირი კი სამხრეთ-დასავლეთისკენ აქვს მიქცეული. მისი ნაგებობანი გაცილებით უკეთ შემონახულან, ვიდრე მისივე უბნის სხვა უდაბნოთა ქვაბულები, რისთვისაც ერთ-ერთ ხელისშემწყობ პირობად გეოლოგიური ფაქტორი უნდა ვაღიაროთ-თიხნარი დანაშრევი და წვიმა-ქარის ნაკლები ზემოქმედება.
ზემო მაღაზანის ქვაბულ ტაძართა კომპლექსი, როგორც დაკვირვებიდან ირკვევა, საკრებულო ერთეული უნდა ყოფილიყო, სადაც საეკლესიო წესების შესრულების ჟამს თავს იყრიდნენ ქვაბების, ქოლაგირის და ქვემო მაღაზანის ბერები და წინამძღვარნი.
იხ."დ.გონაშვილი - ივრის ხეობაში": www.saunje.ge/index.php?option=com_content&view=article...
იხ.ვიდეო:" დავით გარეჯი - მოგზაურობა სამშობლოში": www.youtube.com/watch?v=oBtJulHGpk4 (11:07-დან)

Nearby cities:
კოორდინატები: 41°28'16"N 45°33'27"E
- მაღაზანა 1.8 კმ
- ჩობანდაღის ქედი 21 კმ
- ცივის ქედი 48 კმ
- ეილარ-ოუღის ქედი 58 კმ
- მთა კატარკა 64 კმ
- ენძებეს ქედი 65 კმ
- იელთგორის ქედი 65 კმ
- ბაისუბნის ქედი 70 კმ
- მსხალგორის ქედი 74 კმ
- უღელტეხილის ქედი 76 კმ
- მაღაზანა 1.4 კმ
- დავით-გარეჯი 19 კმ
- ყოფ. საბჭოთა არმიის საწვრთნელი პოლიგონი 21 კმ
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 28 კმ
- აღსთაფა 31 კმ
- ყარაიაზის ნაკრძალი 31 კმ
- სიღნაღის მუნიციპალიტეტი 35 კმ
- ჩობანდაღის ქედი 35 კმ
- ყაზახი 45 კმ
- თოვუზის რაიონი 63 კმ