დავითგარეჯას უდაბნოს სამონასტრო კომპლექსი | ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები, გამოქვაბული, მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Kvemo Kartli / Gardabani /
 ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები, გამოქვაბული, მონასტერი, დაფარული (უკონტურო) ობიექტი, მართლმადიდებლური ეკლესია

უდაბნო — ქართული მონასტერი შუა საუკუნეების დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში (თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში), ისტორიულ კუხეთში. მდებარეობს დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე.
გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს.სამლოცველოებსა და სატრაპეზოს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. სადიაკვნეს მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული. მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.
ხარების ეკლესიაში შემორჩენილია საქართველოში ერთადერთი ფრესკა მეფე დემეტრე-II-თავდადებულისა(XIII-ს.)
სატრაპეზოში კი წმ.მამა დავით გარეჯელის ფრესკაა და უნიკალური მოხატულობა "უფლის სერობა"(XI-ს.)
ფრესკებია შემორჩენილი წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია-გამოქვაბულის კედლებზეც.
ერთ-ერთ ჩამოშლილ ეკლესია-გამოქვაბულის კედელზე კი შემორჩენილია ფრესკა,რომელზეც სავარაუდოდ გამოსახულნი უნდა იყვნენ დავით სოსლანი( წითელი პერანგითა და შავი მოსასხამით) და ლაშა-გიორგი (შავი ტანსაცმლითა და ყვითელი სამკლავურით)..

უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი.
ქედის აღმოსავლეთით დგას მე-20 საუკუნეში რესტავრირებული უძველესი აღდგომის ეკლესია,რომლის ტერიტორიაზე 1616 წლის ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის ღამეს შაჰ-აბასმა მოწამეობრივად დახოცა 6000 ბერი, ხოლო დასავლეთით 40 სებასტიანელ მოწამეთა სახელობის ეკლესიაა,სადაც მოგვიანებით მეფე თეიმურაზ მეორემ გადაასვენებინა მოწამეთა წმინდა ნაწილები.
ამჟამად ( იმის გამო,რომ ამიერკავკასიის ფედერაციის კავბიუროს ხელმძღვანელის სერგო ორჯონიკის 1921 წლის გადაწყვეტილებით არაიაზის ველი და, მათ შორის, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა) მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,აღსტაფას რაიონში
1989 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ხელმძღვანელობებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რათა აქეთ დაგვრჩენოდა ბერთუბანი და მის გასწვრივ ივრისპირებზე მიგვეცა სანაცვლოდ 70 ჰექტარი .სამწუხაროდ დღემდე რეალურად ეს საკითხი დაკონსერვებულია.
თუმცა მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა მონასტრის თხემზე ისე, რომ სამონასტრო კომლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა: ბერები, ტურისტები და მომლოცველები ვერ გრძნობდნენ მესაზღვრეების არსებობას“...
მაგრამ პერიოდულად აღნიშნული შეთანხმება ირღვევა და სიტუაცია იძაბება.ბოლოს ასეთი მოხდა 2019 წელს.
ამჟამად ქართველი მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის ძეგლის დათვალიერება შეუძლებელია.
"უდაბნოს მონასტრის მოხატულობა": gidi11.blogspot.com/p/blog-page.html
"დავით გარეჯის ფრესკები": travelerangi.wordpress.com/2015/08/28/%E1%83%93%E1%83%9...
კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალზე აღრიცხულია რიგი ძეგლები დაუზუსტებელი კოორდინატებით:
სურათით "უკარო ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"ზედა ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"ახალი ეკლესია":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"დავით გარეჯის გამოქვაბული მონასტერი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i... - საიტის რუკაზე ლოკაცია პირობითია,დასახელება არაზუსტი,თანდაღტული სურათების უმეტესობა დავითის ლავრისაა,ხოლო მცირე ნაწილი უდაბნოს მონასტრის გამოქვაბულს0ეკლესიების,

სურათებით "დავით გარეჯის უდაბნო. გამოქვაბული მონასტერი. ეკლესია, გამოქვაბული ხარებისა ":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სურათებით"დავით გარეჯის უდაბნო. გამოქვაბული მონასტერი. ტაძარი გამოქვაბული": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ამათ გარდა აღრიცხულია რიგი ძეგლები უსურათოდ და ადგილმდებარეობების დაუზუსტებლად:
"დავით გარეჯის უდაბნო. გამოქვაბული მონასტერი. ეკლესია-გამოქვაბული ამაღლებისა ": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"დავით გარეჯის უდაბნო. გამოქვაბული მონასტერი. ეკლესია გამოქვაბული წმ. ილიასი ": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"დავით გარეჯის უდაბნო. გამოქვაბული მონასტერი. ეკლესია გამოქვაბული მცირე":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"დავით გარეჯის უდაბნო. გამოქვაბული მონასტერი. ეკლესია-გამოქვაბული "მოწამეთა" :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"დავით გარეჯის უდაბნო. გამოქვაბული მონასტერი. ეკლესია ":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

იხ.ვიდეოები:"დავით გარეჯი - სამშობლოს გაყიდვა" (15 .05 2012):
www.youtube.com/watch?v=uLQjbeOcngk&t=612s
"გიდობანი N8 / დავით გარეჯა":
www.youtube.com/watch?v=x28_dtabTQ8

"ჯუმბერ პატიაშვილი: გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენი, სადავოა მხოლოდ ბერთუბანი" 2019): lid.ge/oldversion/post/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%8...
"გარეჯის ლავრის უდაბნოში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა შეუძლებელია"(15.05.2012):www.ambioni.ge/wm-davit-garejis-lavris-udabnosi-saqartv...
"ათწლეულების დილემა"(07.03.2015):studinfo.edu.aris.ge/2015/03/07/atwleulebis-dilema/
"დავით გარეჯის დილემა" (30.04. 2019 ) : www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E...
"აზერბაიჯანმა დავით გარეჯის მიერთება იდღესასწაულა": artinfo.ge/2019/10/azerbaijanma-davith-garejis-miertheb...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°26'33"N   45°22'33"E
  •  246 კმ
  •  1141 კმ
  •  1319 კმ
  •  1378 კმ
  •  1387 კმ
  •  1461 კმ
  •  1631 კმ
  •  1687 კმ
  •  1926 კმ
  •  1931 კმ
This article was last modified 2 წლის წინ