ვარდისუბნის( გიულბაღის) ქვედა ეკლესია - სამლოცველო(გზისპირზე)
Armenia /
Lori /
Akhtala /
World
/ Armenia
/ Lori
/ Akhtala
ეკლესია (43)
Add category
სოფელ ვარდისუბნის ( გიულბაღის )სამლოცველო სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. სამლოცველო წარმოადგენს ტყისკენ გამავალი სოფლის ბილიკის ზედა მხარეს, მთის ფერდზე არსებული მცირე ზომის, ოთკუთხაგეგმარების მქონე, უსახო ნაგებობას. ტაძარი ნაგებია ყორექვით. ქვებს შორის, დუღაბის სქელი ფენით ამოვსებული არეები შენობის კედლებს რამდენადმე უხეშ შესახედაობას აძლევს. შედარებით უკეთაა დაცული ქვების თანმიმდევრულობა აღმოსავლეთ ფასადზე. სამლოცველოს დასავლეთიდან გაჭრილი კარის ღიობი სწორკუთხა ფორმისაა. ხის კარის თავზე განთავსებული ქვების წყობა თაღოვან მოყვანილობას ქმნის, რომელიც თავდაპირველი ღიობის ფორმაზე უნდა მიანიშნებდეს. სამხრეთი კედლის უმეტესი ნაწილი მიწაშია ჩაფლული და გარედან არ იკითხება. აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი, მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი კართან ერთად ტაძრის ინტერიერისთვის სინათლის წყაროს წარმოადგენს. ნაგებობის ინტერიერში რამდენიმე რელიეფური ქვაა შემონახული. აღმოსავლეთის კედელთან ხაჩკარია დადგმული. ქვაჯვარის ღრუიანი ქვედა მკლავი სარკმლის ღიობის თაროზე ინახება. რელიეფური ქვები ჩაშენებულია აგრეთვე ტაძრის კედლებშიც. აღმოსავლეთ კედელში, სარკმლის მარცხნივ ხაჩკარია, ხოლო სარკმლის ზემოთ ღია მომწვანო ფერის ტუფის ფილა, მასზე ჯვრის გამოსახულებით. ამასთან ერთად, კედლის წყობაში ჩაუშენებიათ ადრეული ხანის სტელებიც. სარკმლის წირთხლში, მის ჩრდილოეთ გვერდზე ჩასმულ სტელის ფრაგმენტზე წარმოდგენილია ორნამენტულსახეებიანი ჯვრის ბუნი. სტელის ფრაგმენტია ჩრდილოეთ კედელშიც. ფილაზე მამაკაცის ფრონტალური ფიგურაა გამოკვეთილი კვერთხიანი ჯვრით ხელში. აგრეთვე შეინიშნება ვაზის მტევნის გამოსახულება. დასავლეთ კედელში კიდევ ერთი ნიშაა, სადაც რელიეფური ქვების რამდენიმე ფრაგმენტია განთავსებული. ნაგებობას შიფერის ორქანობა სახურავი იცავს.
ფოტოებით :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ფოტოებით :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები: 41°13'42"N 44°43'33"E
- აიორთ კომპლექსი 7.7 კმ
- წერაქვის სამონასტრო კომპლექსი 7.7 კმ
- წერაქვის სამონასტრო კომპლექსი 7.8 კმ
- ბინაძორის კომპლექსი 13 კმ
- მამხუტის( ყოფილი სარაჩლოს) ზედა და ქვედა ეკლესიები 15 კმ
- ორხევის წმ. გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერი 18 კმ
- სახუნდარის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი 20 კმ
- ნასოფლარი დემირ-სუ 24 კმ
- ცურტავის (ქოლაგირის,თამარისის,დედოფლის) ციხე 27 კმ
- დმანისის სამაროვნის ქრისტიანული უბნის მემორიალური ძეგლები 34 კმ
- სასაფლაო 2.6 კმ
- ნასოფლარი ხოჟორნი 3.4 კმ
- მ. ვარიკლი,815 5.8 კმ
- ლალვარის ქედი 6.8 კმ
- რკინიგზის სადგური '' სადახლო '' 7.2 კმ
- ბაზარი 7.4 კმ
- პარკი 7.8 კმ
- მარნეულის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- თუმანიანი 20 კმ
- ნოემბრიანი 25 კმ