თმოგვის ციხის კომპლექსი
Georgia /
Samtskhe-Javakheti /
Akhalkalaki /
World
/ Georgia
/ Samtskhe-Javakheti
/ Akhalkalaki
მსოფლიო / საქართველო / სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოშკი, ციხე-სიმაგრე, ეკლესია (43), ნანგრევები ( რუინები ), ციხე, ისტორიული ღირშესანიშნაობა, ღირსშესანიშნაობა ტურისტებისათვის
მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი კლდის ქარაფს შესანიშნავად მორგებული გრანდიოზული ციხეა აღმართული. თმოგვის ციხე საუკუნეთა მანძილზე რეგიონის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. ციხის დასავლეთი ნაწილი შედარებით კარგადაა შემონახული. დამრეც ფერდობზე იგი სამ საფეხურად არის განლაგებული. ძეგლი (ზონა # 14) შეიცავს: ციხე-სიმაგრე (ზონა # 14-1), I საყარაული კოშკი (ზონა # 14 2), II საყარაულო კოშკი (ზონა # 14-3), წმ.მარინეს ეკლესია (ზონა # 14-4), ნაქალაქარი (ზონა # 14-5), ნასოფლარი (ზონა # 14-6) სამაროვანი (ზონა # 14-7).
თმოგვის ციხე-სიმაგრის კომპლექსი შედგება ციტადელისაგან, მასში ჩართული, მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბისა და კლდეში გამოკვეთილი კიბისაგან, ასევე, ციტადელის გარეთ, ფერდობის სხვადასხვა დონეზე აგებული დამატებითი კედლებისაგან (ზონა # 14-1) და ცალკე მდგომი, საყარაულო კოშკებისაგან (ზონა # 14-2,3).. ციტადელის შიგნით სხვადასხვა ნაგებობის ნაშთია დაცული.
აღმოსავლეთ ფერდობზე, ხელოვნურად ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, შემორჩენილია XIV საუკუნის წმ.მარინეს გუმბათიანი ეკლესია. გარედან იგი თლილი ქვითაა მოპირკეთებული, შიგნიდან-მოხატული.
ციხე-სიმაგრის აღმოსავლეთით, მდინარის გასწვრივ იკითხება ქალაქის ნაშთები. მტკვარში შემორჩენილია ხიდის ბურჯი (ზონა # 14-5). სამაროვანი (ზონა # 14-7) გამართულია ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნაქალაქარის კიდეში, მდინარის მარცხენა ნაპირზე. შუა საუკუნეების სამაროვანზე მრავლადაა შემორჩენილი საფლავის ქვები.
ნასოფლარი (ზონა # 14-6) ციხე-სიმაგრის დასავლეთით, მდინარისპირა ტაფობში მდებარეობს. აქვეა შესაბამისი სამაროვანიც. შუასაუკუნეების ნასოფლარზე გამართულია გვიანდელი სოფელი. ნასოფლარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების საფლავის ქვები, რომელთაც კვეთილი ორნამენტი ამკობს. აქვეა ქვაჯვარის ორნამენტირებული მკლავი და თიხის ჭურჭლის ნატეხები.
თმოგვის ციხის ჩრდილო-დასავლეთით, პატარა ხევში, კლდეში ნაკვეთი XIII-XIV სს. ეკლესიაა შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის კანკელიც კლდოვან ქანშია ამოკვეთილი. თმოგვის ციხე როგორც საფორტიფიკაციო, საერო და საკულტო, ასევე ლანდშაფტური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშია.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულებით თმოგვის ციხის კომპლექსს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
იხ.ვიდეო"თმოგვის ციხის საოცრება | გიორგი კალანდიას რუბრიკა „ამბები ხელოვნების სასახლიდან“:
www.youtube.com/watch?v=JMGDDj1rB-o&ab_channel=TVIMEDI
იხ.სურათებით "თმოგვის ციხის კომპლექსი": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/8268
სურათებით "თმოგვი - ციხე-სიმაგრე": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/8270
სურათებით " თმოგვის ციხის კარიბჭე": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/16453
სურათებით "თმოგვის ციხის ჩრდილო-დასავლეთ გალავნის კოშკი": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/16454

სტატია Wikipedia–დან: https://ka.wikipedia.org/wiki/თმოგვის_ციხე
Nearby cities:
კოორდინატები: 41°23'45"N 43°18'59"E
- ახჩიის ყორღანები 8 კმ
- ნასოფლარი ალანთა 30 კმ
- ადრეისტორიული ნანგრევები 49 კმ
- ნასოფლარ ეგრისის კომპლექსი "შავსაყდრები" 71 კმ
- შუა საუკუნეების საზოგადოებრივ აბანოთა კომპლექსი 86 კმ
- გელათის მონასტერი 110 კმ
- ნახიდურის ნასოფლარი 115 კმ
- ციხედიდის კომპლექსი 119 კმ
- კომპლექსი ბერციხე ( ნანგრევები) (დასაზუსტებელია ) 147 კმ
- კვირიას / არხალის კომპლექსი 163 კმ
- ზედა თმოგვი ( ნასოფლარი) 2.5 კმ
- ვარძია 3 კმ
- ფია - ნასოფლარი 5.1 კმ
- ნასოფლარი ქილდა 5.3 კმ
- ზემო ვარძია 5.5 კმ
- ზრესკის ტბა(პასკიას ტბა) 8.7 კმ
- პტენის ეროვნული ტყე-პარკი 8.9 კმ
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 10 კმ
- ასპინძის მუნიციპალიტეტი 15 კმ
- ჯავახეთი 16 კმ