ზემო ვარძია

Georgia / Samtskhe-Javakheti / Aspindza /
 საინტერესო ადგილები  Add category
 Upload a photo

ზედა ვარძია, XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია. ვარძიის ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ზე. აღმართულია მთის ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე.
არქიტექტურა

მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°22'22"N   43°15'30"E
This article was last modified 14 წლის წინ