Wikimapia is a multilingual open-content collaborative map, where anyone can create place tags and share their knowledge.

ნასოფლარი ალანთა

Georgia / Samtskhe-Javakheti / Bakurianis Andeziti /
 ნანგრევები ( რუინები ), ნასოფლარი, ისტორიული ღირშესანიშნაობა, მართლმადიდებლური ეკლესია

ნასოფლარს უჭირავს ვრცელი, ოდნავ დაფერდებული მინდორი, რომელიც მთლიანად დაფარულია ნანგრევებით. ისინი დაფარულია მიწით, ბალახითა და ეკლიანი ბუჩქებით. ყურადღებას იქცევს ორი „ხარო“ - კონუსისებრ ამოყვანილი კედლებით. ერთ-ერთ მათგანს ახურავს თავზე უზარმაზარი ქვის ფილა, რომელიც ორ ადგილას გამჭოლადაა გახვრეტილი.
ხაროების ჩრდილოეთით 20 მეტრში არის ნაეკლესიარი. იგი ძლიერ დაზიანებულია და გაუთხრელად გეგმა არ იკითხება. მას უვლიდა წრიული გალავანი (მცირეფრაგმენტებად შემორჩა). ნაეკლესიართან გდია დიდი ბაზისის ნამტვრევი ზედ ამოკვეთილი რელიეფით. ბაზისი მოწითალო ტუფისაა.
ტექსტი და ფოტოები გიორგი ლაზარაშვილისა.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°36'53"N   43°32'0"E
This article was last modified 2 წლის წინ