ნახიდურის ნასოფლარი

Georgia / Kvemo Kartli / Tamarisi /
 ნანგრევები ( რუინები ), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, ნასოფლარი, ისტორიული ღირშესანიშნაობა

ნახიდურის (ყოფ.არ-ა(უ)-ხლო) ნასოფლარი გაშლილია მდ. ხრამის მარჯვენა მხარეს მდებარე კლდოვანი მასივის აღმოსავლეთ ნაწილში. მას ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან უვლის ხრამი. ნასოფლარი კლდის მასივის სამხრეთ და აღმოსავლეთ ექსპოზიციაზე ტერასულად გაშლილი განვითარებული შუა საუკუნეების დასახლებაა. ნაგებობები ნაგებია ნატეხი ადგილობრივი ქვის მშრალი წყობით და დუღაბით. შეინიშნება ორ ნაწილად გაყოფილი დასახლება, რომელსაც შუაში დასავლეთიდან აღმოსავლეთით ქუჩა კვეთავს. სახლები მიწურის ტიპის უნდა ყოფილიყო რამდენიმე სენაკიანები.
ქვედა ტერასაზე, სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარეობს ნასოფლარის ეკლესია თავისი გალავნით. გალავანი მხოლოდ ჩრდილოეთიდან აქვს შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ბაზალტის ნატეხი ქვით დუღაბზე. დგას დაბალ და ფართო ცოკოლზე. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო სარკმელია გაჭრილი. ეკლესიას კირით მოგებული იატაკი ქონია. სამხრეთიდან შემდგომი პერიოდის ვიწრო ეკვდერი აქვს, რომლის კარი ეკლესიის კარის გასწვრივ, სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ეკვდერის იატაკი ერთი საფეხურით მაღლაა, ვიდრე ეკლესიისა.
ნასოფლარის აღმოსავლეთ ექსპოზიციაზე, მდ. ხრამის ფლატეზე განლაგებულია რვასენაკიანი საცხოვრისი, რომლის ოთახების ნაწილი კლდეში ნაწილობრივ შემჯდარი კედლებითაა ნაგები, ნაწილი კი ცალკე ამოყვანილით. კედლების სისქე 80-1 მეტრს შორის მერყეობს. სახლის ერთი ოთახი როგორც ჩანს ერდოიანი დარბაზი უნდა ყოფილიყო, დანარჩენები სამეურნეო დანიშნულების. სახლი ტერასულადაა განლაგებული. აღნიშნული ნაგებობა გაითხარა 1974-1975 წწ. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექპსედიციის მიერ მ. სინაურიძის ხელმძღვანელობით (სინაურიძე მ. აროხლო-კაზრეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში.საქ. სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები. V. თბ. 1977, გვ.129-144). მ. სინაურიძე ნასახლარს აიგივებს წყაროებში ნახსენებ ცურტავთან.
2006 წელს ნასოფლარს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ნახიდურის (ქოლაგირის) ნასოფლარი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°28'40"N   44°41'33"E
This article was last modified 2 წლის წინ