მარელისი

Georgia / Imereti / Kharagauli / ლეღვანას თემი
 სოფელი  Add category

მდებარეობს მდინარეების საკრაულისა (ხანისყალის მარჯვენა შენაკადი და ბჟოლისხევის (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალტაზე, მდინარე არჯოლის ხეობაში. ზ.. . 450 მ. ხარაგაულიდან 11კმ. უახლოესი რკინიგზის სადგურ მარელისიდან 4 კმ.
სოფელში არის მაცხოვრისა (XIX-XXსს) და ღვთისმშობლის (XVIII ს.) სახელობის ეკლესიები.
რკინიგზის სადგურ მარელისიდან 1 კმ–ის დაშორებით არის მარმარილოსებრი კირქვების საბადო, რომელიც დაძიებულია 1967–68 წწ. მარმარილო მონაცრისფერო ფერისაა და გამოიყენება მოსაპირკეთებლად.
სადგურ მარელისთან ახლოს არის ადგილი, რომელსაც „მოსაკიდელი“ ჰქვია. ცნობილია, რომ ამ მიმართულებით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დიდი საქარავნე გზა გადიოდა, მარელისიდან ვიდრე აივაკებდნენ, უგზო ციცაბო აღმართი იყო. დასავლეთიდან მოსულნი მოტანილ ტვირთს გადმოცლიდნენ და იმ აღმართზე ზურგზე მოკიდებული აჰქონდათ. ამიტომ იმ ადგილისთვის „მოსაკიდელი“ შეურქმევიათ.
მარელისში არის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის მცველთა საგუშაგო და ტურისტებისათვის ეროვნული პარკის მარელისის სასტუმრო.
კეთილმოწყობილი ხის სასტუმრო მდებარეობს ეროვნული პარკის საზღვართან, ულამაზეს ხეობაში, სადაც შეიძლება დასვენება, ღამის გათევა, გასეირნება ცხენით, ფეხით, ტურისტული ლაშქრობების მოწყობა. რამოდენიმე მარშრუტზე.
kharagauli.gov.ge/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A6%E1%83%95%...
მარელისი, მაცხოვრის ეკლესია:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/16381
მარელისი, წმინდა გიორგის ეკლესია ( ზედა უბანში, რომელსაც ბერეწმინდას უწოდებენ, სასაფლაოზე):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/16380
Nearby cities:
კოორდინატები:   41°57'21"N   43°16'30"E
This article was last modified 6 წლის წინ