წყალაფორეთი

Georgia / Imereti / Shorapani /
 სოფელი  Add category

წყალაფორეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლახუნდარა, პატარა ვარძია, ჩალხეეთი, ხონი). მდებარეობს მდინარეების ძირულისა და საკრაულის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ბორიმელის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 720 მეტრი. ხარაგაულიდან 17 კილომეტრი.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 372 ადამიანი,ხოლო 2014 - 334.
წყალაფორეთი ისტორიულად აბაშიძეთა სათავადოში შემავალ სოფელს წარმოადგენდა გვიანშუასაუკუნეებში. სოფლის მიდამოებში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით, მაღალი მთის ვიწრო თხემის კიდეში, ხშირ ხეებსა და ბუჩქებში შემორჩენილია საფუძვლამდე დანგრეული ნაციხარის კვალი. ქვის წყობა აღარ იკითხება, მიწით დაფარულ ნაშალში მოჩანს მხოლოდ ცალკეული ქვები:
წყალაფორეთი, ნაციხარი (დაუზუსტებელი კოორდინატებით):
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სოფლის დასავლეთით შემაღლებულ ბორცვზე ახალი აშენებულია წმ.გიორგის სახ,ეკლესია.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°1'47"N   43°4'26"E
This article was last modified 3 წლის წინ