ვარძია
Georgia /
Imereti /
Shorapani /
World
/ Georgia
/ Imereti
/ Shorapani
მსოფლიო / საქართველო / იმერეთი
სოფელი
Add category
ვარძია — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში მდინარე ბორიმელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 400 მეტრი. ხარაგაულიდან 18 კილომეტრი.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1458 ადამიანი,ხოლო 2014 - 959.
სოფელში დგას XI-XIII საუკუნეების ნამონასტრალზე აღდგენილი ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათიანი ღვთისმშობლის ეკლესია ("დედაღვთისა") სამრეკლოთი,რომელსაც 2006 წლიდან მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით თამარ მეფე მესხეთის ვარძიიდან მობრძანდებოდა თავისი ამალით და ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდა.თან მოჰყავდა მის მიერ გაქრისტიანებული ახალციხელი თათრები. მეფეს ღამე ჩხერის ციხეში გაუთევია.ძილში დასიზმრებია, სადაც უნდა აეშენებია ეკლესია.როცა იმ ადგილას მისულა, საოცარი სილამაზე გადაშლია თვალწინ. მეფეს აქ დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. მის გარშემო კი მესხეთიდან მოყვანილი თათრები დაუსახლებია და მესხეთის ვარძიის საპატივსაცემოდ ამ ადგილისთვის ვარძია უწოდებია (წმინდა ხატი 1924 წლამდე სწორედ ვარძიაში ინახებოდა, შემდეგ კი თბილისში, ეროვნულ მუზეუმში გადააბრძანა ხელოვნებადმცოდნე შალვა ამირანაშვილმა).
ეკლესია რესტავრირებულია 1777 წელს მონასტრის წინამძღოლის ნიკოლოზ ყიფიანის მიერ.
ვარძიის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში კულტურულ- საგანმანათლებლო კერა ყოფილა.
ჩვენამდე მოაღწია XVIII საუკუნეში ვარძიაში შექმნილმა ქართულ–თურქულმა სასწავლო წიგნმა.
1783 წელს, იმერეთის მეფე სოლომონმა სოფელ ვარძიის ეკლესია კვიპროსის კიკოსის მონასტერს შესწირა.
1783 წლიდან ვარძიაში ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ.ისინი კრეფდნენ გადასახადს და შესაწირს.
ერთ-ერთი არქიმანდრიტის- იონიკიოზის- დროს შეიმკო ვარძიის ისტორიული ხატი და ხელი შეევლო სამრეკლოსაც. როგორც ისტორიული მასალებიდან ვიგებთ,მოგვიანებით, სხვა არქიმანდრიტების მიერ მოსახლეობის ჩაგვრას ჰქონდა ადგილი..
1905 წლის რევოლუციის დროს გლეხები მონასტერში შეიჭრნენ და არქიმანდრიტი გააქციეს.
1914 წელს ბერების მიმოსვლა შეწყდა.
ამჟამად ეკლესია მოქმედია.აქ ყოველი წლის აღდგომიდან მესამე ორშაბათს აღინიშნება "დედაღვთისობა":
ეკლესია ღვთისმშობლისა:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ვარძია_(ხარაგაულის_მუნიციპალიტეტი)
Nearby cities:
კოორდინატები: 42°1'39"N 43°6'4"E
- წვერი-ალხაპირის ქედი 8.8 კმ
- მდ.საკრაულა 10 კმ
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 13 კმ
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 15 კმ
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი 19 კმ
- გედსამანიის ქედი 21 კმ
- ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 24 კმ
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი 45 კმ
- მესხეთის ქედი 50 კმ