ახალდაბა

Georgia / Shida Kartli / Surami /
 სოფელი  Add category
 Upload a photo

ახალდაბა — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის ორივე მხარეს მდინარე ნეძვისწყლის შესართავთან (ზღვის დონიდან 760 მ), ბორჯომიდან 18 კმ.
წყაროებში ახალდაბა იხსენიება XII საუკუნიდან. იგი მცირე ქალაქი იყო, მაგრამ მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ და სავაჭრო მნიშვნელობას ანიჭებდა. გვიანდელი ფეოდალიზმის ხანაში ისევ მცირე ქალაქად რჩება.
ახალდაბასთან 1260 წელს გაიმართა ქვიშხეთის ბრძოლა.
ახალდაბა დაბალმთიანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია(მოქმედებს გოგირდის აბანო). დაბის სტატუსი მიენიჭა 1965 წელს.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 2377 ადამიანი,ხოლო 2014 წელს- 1586.
სოფლისა და მიმდებარე ტერიტორიებზე აღრიცხულია:
"თამარის" ციხის ნანგრევები: memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11068
მე-18 საუკუნის ახალდაბის კოშკი : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11039
ახალდაბის ხიდის ბურჯები (მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11072
სოფლის სამხრეთით ახლად აღდგენილი ფოთოლეთის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახ.ეკლესია და მოქმედი მამათა მონასტერი:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12136
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახალდაბის ცენტრში, სასაფლაოზე რამდენიმე ეკლესია და ნაგებობის ფრაგმენტია:
"ღვთისმშობლის ეკლესია" (სურათებით და აღწერით):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24786
"ახალდაბა, წმინდა გიორგის ეკლესია"( სურათებით და აღწერით):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24795
(საიტის რუკაზე შეცდომით დატანილია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე)
" იოანე ნათლისმცემლის ეკლესია " ( სურათებით და აღწერით ):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24796
(საიტის რუკაზე შეცდომით დატანილია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე)
სასაფლაოს შესასვლელის მარცხენა მხარეს შემაღლებაზე დგას კოშკურა ნაგებობა, რომელიც ხის ფანჩატურით სრულდება და სამრეკლოს ფუნქციას ასრულებს. იგი დაფუძნებულია გალავნის (სავარაუდოდ წყლის რეზერვუარის) კედელზე:
"ახალდაბა, სამრეკლო"(სურათებით და აღწერით):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24794

მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ძველ სასაფლაოზე:
"ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესია"(სურათებით და აღწერით):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24789
(საიტის რუკაზე შეცდომით დატანილია ახალ სასაფლაოზე)
" მენაბდიშვილის ეკლესიის ნანგრევები ძველ სასაფლაოზე "( სურათებითა და აღწერით ):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24788
(საიტის რუკაზე შეცდომით დატანილია ახალ სასაფლაოზე)
დასაზუსტებელია ნამოსახლარი "წითელი ხევი" ადგილმდებარეობა:
"ახალდაბა ნამოსახლარი წითელი ხევი"( სურათებით და აღწერით ):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12139
(საიტის რუკაზე დატანილია "თამარის" ციხის სამხრეთით )
აქვე უნდა იყოს "წითელხევის(??? ) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია"( სურათებით და აღწერით):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/24797
(საიტის რუკაზე შეცდომით დატანილია ახალ სასაფლაოზე)
სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაოსფლარ ნეძვისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება:
ჭაჭარაქის წმ.გიორგის სახ.სამეკლესიანი ბაზილიკა ( ამჯამად ნაწილობრივ რესტავრირებული,ყოფ.პიონერთა ბანაკის,ამჟამად რეინჯერების სადგომის ტერიტორიაზე):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12140
ნასოფლარ ნეძვში კი აღრიცხულია:
IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებული გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და ქრისტეფორეს მიერ. საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა:
"ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა"(სურათებით და აღწერით):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11075
ნეძვის მონასტერიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 700 მეტრის მოშორებით ტყით დაფარულ შემაღლებულ ფერდობზე შემონახულია ნაეკლესიარი რომელიც მიწით და მცენარებითაა დაფარული. ნანგრევებს შორის გამოირჩევა დამუშავებული მცირე კვადრები და შედარებით დიდი ზომის (1,3 მ : 2,1) ქვები :
"ნეძვი ნაეკლესიარი"(სურათებით და აღწერით) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/17447
მრავალწლიანი ხეებით დაფარულ ბექობზეა ნეძვის ღმრთისმშობლის ეკლესიისს ნანგრევები. შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის ბუდე და ქვების გროვა. გეგმა არ გაირჩევა. თითქოს დამხრობა უნდა ქონდეს აღმოსავლეთისკენ და შეიმჩნევა სამხრეთ მინაშენის კვალი. ნაეკლესიარი დაფარულია ქვაღორღით და მცენარეულობით.
იქვე რამდენიმე ათეულ მეტრში მოსახლეობამ ააგო ხის უსახო ფარდული, რომელსაც მიიჩნევენ ეკლესიად:
"ნეძვი ღმრთისმშობლის ეკლესია"(სურათებით და აღწერით):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/17448
მარტივი ტიპის დარბაზული ეკლესია დგას მრავალწლოვანი ფიჭვნარით დაფარულ სერზე. ეკლესია შემორჩენილია მხოლოდ გეგმის დონეზე, მხოლოდ 1 მეტრის სიმაღლეზე. ადგილობრივ მოსახლეობას მოუგროვებია ჩამოქცეული ქვები და დაულაგებია მშრალი წყობით შემორჩენილ კედლებზე. ამასთან მოუწყვიათ ხის მარტივი ორქანობიანი გადახურვა ყავრის სახურავით:
"ნეძვი წმ. ელიას ეკლესია" (სურათებით და აღწერით ):memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/17335
( საიტის რუკაზე დატანილია ღმრთისმშობლის ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით 300 მეტრში )
Nearby cities:
კოორდინატები:   41°55'36"N   43°29'28"E
This article was last modified 4 წლის წინ